„ჩვენ გავწიეთ უმნიშვნელოვანესი სამუშაო დაცული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად“

„ჩვენ გავწიეთ უმნიშვნელოვანესი სამუშაო დაცული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად“

access_time2022-04-14 23:30:00

2021 წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, 4 დაცულ ტერიტორიას: კოლხეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებს, ქობულეთის და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს, როგორც უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ამაზონის ტყის, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპების, გრანდ კანიონისა და იელოუსტოუნის ეროვნული პარკების გვერდით.
„ჩვენ გავწიეთ უმნიშვნელოვანესი სამუშაო დაცული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად. შედეგად, 2021 წელს, UNESCO-მ მიიღო ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული გადაწყვეტილება. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიმართულებით“, - განაცხადა „მინისტრის საათის“ ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.



აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს (მადათაფას და ბუღდაშენის ტბები), რამსარის კონვენციის სამდივნოს მიერ, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა. კოლხეთის ეროვნული პარკი და ქობულეთის დაცული ტერიტორიები ამ სტატუსს ფლობს 1996 წლიდან.



2019 წელს, მარტვილის კანიონი ევროპის საბჭოს ლანდშაფტების კონვენციის კონკურსის გამარჯვებული გახდა, როგორც 2019 წლის ევროპის საუკეთესო ეკოტურისტული ობიექტი (დაგეგმვა, განვითარება - ბუნების პირვანდელი სახის შენარჩუნებით, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდაში შეტანილი წვლილი და მოსახლეობის ჩართულობა კანიონის განვითარებით მიღებულ შედეგებში). ევროპის საბჭოს ლანდშაფტების ჯილდო დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებს, დაჯილდოების ცერემონიაზე, მიმდინარე წლის 8 აპრილს საბერძნეთში გადაეცათ.



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობენ დაცული ტერიტორიების საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებაზე, როგორც არსებული, ასევე ახალი პარტნიორების მოძიების მიმართულებით. საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო პარტნიორი დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, ისე კერძო ინვესტიციების მოზიდვა.




„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. საჯარო-კერძო პარტნიორობის პროექტების საშუალებით, ხორციელდება საინვესტიციო პროექტები, რომელთა საერთო ღირებულება 142 900 000 ლარს შეადგენს. მათ შორისაა მრავალფეროვანი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა წალკის კანიონზე, რომლის ღირებულება 120 მილიონ ლარია. გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისგან (KFW) 16 მილიონი ევროს ოდენობით, რაც სრულად მოხმარდება, როგორც არსებული, ასევე ახალი დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურულ განვითარებას. ცხადია, გაგრძელდება სახელმწიფოს აქტიური ფინანსური მხარდაჭერა ამ მიმართულებით“, - აღნიშნა მინისტრმა.



2021 წლის მდგომარეობით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების მიმდინარე პორტფელის ღირებულება უპრეცედენტოა, ის 55 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. აღნიშნული გრანტების ფარგლებში, 2022 წელს გრძელდება მუშაობა სხვადასხვა საგრანტო პროექტებზე, მათ შორის: შეიქმნება დაცული ტერიტორიების მობილური აპლიკაცია, გაგრძელდება IUCN Green List-ში დაცული ტერიტორიების ნომინაციის პროცესი და სხვა.
დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან: გერმანიის განვითარების ბანკი (KFW), კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), შვედეთის მთავრობა, ევროკავშირი (EU), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF), მსოფლიო ბანკი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) და სხვა.



ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up