ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რათა დავასრულოთ COVID-19 პანდემია წელს, - აცხადებს ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს გებრეიესუსი. მისი განმარტებით, მიმდინარე თვეში COVID-19-ით გარდაცვალებისა და შემთხვევების რაოდენობა შემცირდა.
„ამ თვეში, მთელ მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვალებისა და შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, მის წინააღმდეგ საბრძოლველად, ეს ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რათა დავასრულოთ COVID-19 პანდემია წელს“ , - განაცხადა გერბრეიესუსმა.