„ჩვენ გვჭირდება, მშვიდად დაველოდოთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, როგორიც იქნება, ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება“

„ჩვენ გვჭირდება, მშვიდად დაველოდოთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, როგორიც იქნება, ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება“

access_time2022-06-06 18:00:00

ამასობაში, ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში არის ძალიან პოზიტიური დინამიკა, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ჩემი ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ ჩვენს, ჩემი და ლევან დავითაშვილის საუბრებს. ჩვენ როცა გვქონდა საუბარი, სულ ახლახანს ვიყავით ბრატისლავაში, ასეთი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მთელ მსოფლიოში. პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 14%-იანი ეკონომიკური ზრდით და ოთხ თვეში ჩვენ გამოგვივიდა 10.8 % ეკონომიკური ზრდა. რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.



მისივე თქმით, სრულად აღდგენილია ტურიზმი და იზრდება ექსპორტი, ბიზნესის ბრუნვა, ქვეყანა აგრძელებს ასოცირების შეთანხმების შესრულებას.




მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მშვიდად უნდა დაელოდოს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ვინაიდან როგორიც არ უნდა იყოს ის, იქნება სამართლიანი.



„ასევე გეტყვით, გახსოვთ, შარშან აპრილში ჩვენ გვქონდა თითქმის 45%-ანი ეკონომიკური ზრდა, ჩვენ აპრილში არ ველოდით ეკონომიკის ზრდას, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გვაქვს ჩვენ დადებითი დინამიკა, ზრდა გვაქვს აპრილშიც და ჯამში, 4 თვეში გამოგვივიდა 10.8 % ეკონომიკური ზრდა. გაზრდილია, სრულად აღდგენილია რომ იტყვიან, ფრენები, ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს ძალიან სწრაფად. სავსეა ტურისტებით ჩვენი ქვეყანა, ქალაქები და ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, გვახარებს. ასევე, ექსპორტი იზრდება, ძალიან კარგი დინამიკაა; ბიზნესის ბრუნვაა გაზრდილი წინა წელთან შედარებით, ბიზნესსექტორის ზოგადად მთელი ბრუნვაა გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და შეადგინა 38.6 მლრდ ლარი. სამუშაო ადგილების რაოდენობაც გაზრდილია ბიზნესსექტორში, 8.2 % ეს არის დაახლოებით 50 000, ხოლო საშუალო ხელფასის მოცულობა დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი. ასევე გეტყვით იმას, რომ ზოგადად სიღარიბე, სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა შეიძლება ითქვას ჩამოსული, ამ წლებში - 17.5% შეადგინა, ასეთი შემცირება არ ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2010 წელს თუ არ ვცდები 38% იყო სიღარიბის დონე, 2012 წელს კი, როდესაც ჩვენ მოვედით ხელსუფლებაში 34 %. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ამას სჭირდება კიდევ ვიმეორებ - მშვიდობა, მეგობრებო, სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა ყველა ერთად. ინფლაცია რა თქმა უნდა არის მთელ მსოფლიოში გამოწვევა, მაგალითად თურქეთში 73% იყო მაისში ინფლაცია. ევროპაში არის პიკზე, ისტორიული მაქსიმუმია ყველგან თითქმის, მათ შორის, გერმანიაში, საფრანგეთში, მოლდოვაში - 27% არის ჩვენს კოლეგა ქვეყანაში, ესტონეთში - 18%, რუსეთში - 17%, ბელარუსში -16%, მეზობელ ქვეყნებშიც არის ორნიშნა: აზერბაიჯანში -12.8% არის, სომხეთში - 9%-მდე. ასე რომ, ეს ყველაფერი არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვართ. ჩვენ გვჭირდება, მშვიდად დაველოდოთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, როგორიც იქნება, ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმების შესრულებას, ყველა იმ რეფორმას, რომელზეც ჩვენ ავიღეთ ვალდებულება. როგორც უკვე აღვნიშნე, ასოცირების დღის წესრიგშია ეს ყველაფერი შეტანილი და მინდა, ყველას ვუსურვო კიდევ და კიდევ გამარჯვება და წარმატება, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს,“ - განაცხადა პრემიერმა.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up