„ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს მწვანე ენერგეტიკასა და ახალ ტექნოლოგიებში“

„ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს მწვანე ენერგეტიკასა და ახალ ტექნოლოგიებში“

access_time2022-06-04 03:30:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს EU4Energy პროგრამის შემაჯამებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ჯამში, ღონისძიებას 8 ქვეყნის ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) მაღალი დონის სამთავრობო დელეგაციa დაესწრო. შეხვედრაზე განხილული იქნა EU4Energy პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, აგრეთვე ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიები.



თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული ტენდენციებზე, გამოწვევებსა და განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება. რომეო მიქაუტაძის თქმით, საქართველო, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შემდეგ, ენერგეტიკული ბაზრის მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს, რომელიც მიმართულია ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და მომხმარებლის უფლებების მაქსიმალური დაცვისკენ. მისი შეფასებით, რეფორმა დაახლოებს ადგილობრივ კანონმდებლობას ევროპულთან და ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას.


მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალზე. მისი თქმით, ქვეყანა აქტიურად ავითარებს მწვანე ენერგეტიკას და ხელსაყრელ საინვესტიციო პირობებს ქმნის ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ განახლებადი ენერგიის წყაროები აითვისონ. „ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს მწვანე ენერგეტიკასა და ახალ ტექნოლოგიებში, რომელთა მიზანსაც ქვეყნის ენერგეტიკული დარგის მდგრადი განვითარება წარმოადგენს. ამასთან, ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროკომისიასთან და წამყვან ევროპულ სახელმწიფოებთან, რათა დავაჩქაროთ და გააქტიუროთ ქვეყანაში ენერგოეფექტურობის პოლიტიკა. ამ მიზნით, ჩვენ უკვე შევიმუშავეთ და ავამოქმედეთ შესაბამისი ნორმატიული ბაზა და ამჟამად ძალისხმევა მიმართულია მათი იმპელემენტაციისკენ,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.



საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე და ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და საბჭოს წევრი მურმან მარგველაშვილი.


ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს EU4Energy პროგრამის შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას აღნიშნულ ფორმატში და დასახეს სამომავლო ურთიერთობების მიმართულებები.


ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up