IMF -ის მმართველი დირექტორი: ჩვენ მოვუწოდებთ ცენტრალური ბანკებს გადამწყვეტი მოქმედებისთვის რათა შეაჩერონ მზარდი ინფლაცია
IMF -ის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა საკუთარი თვითერის გვერდზე განვითარებად ქვეყნებში ინფლაციის შესახებ წერს:
ბევრ ქვეყანაში ინფლაციამ უკვე მიაღწია მრავალ ათწლეულის მაქსიმუმს. მუდმივმა მაღალმა ინფლაციამ შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს ეკონომიკის აღდგენა და შემდგომი ზიანი მიაყენოს ცხოვრების სტანდარტს, ამიტომ ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ მაღალი ინფლაციის შესამცირებლად.
ჩვენ მოვუწოდეთ ცენტრალური ბანკებს გადამწყვეტი მოქმედებისთვის რათა შეაჩერონ მზარდი ინფლაცია.
ბევრმა განვითარებადი ბაზრის ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო საპროცენტო განაკვეთების ზრდა გასული წლის დასაწყისში, რასაც მოჰყვა ეკონომიკის განვითარება 2021 წლის ბოლოს.