„ჩვენ მზად ვართ, მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ ფერმერებს, რათა ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ჩაი“

„ჩვენ მზად ვართ, მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ ფერმერებს, რათა ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ჩაი“

access_time2022-08-18 14:20:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბახვში ექსპერიმენტული წესით გაშენებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


,,ჩაი საქართველოსთვის ტრადიციული კულტურაა და მას განვითრების პოტენციალი აქვს, თუ მისი ხარისხის გაუმჯობესებაზე ვიზრუნებთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვახორციელებთ ჩაის რეაბილიტაციის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, 1600 ჰექტარზე მეტ ფართობზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე ვეხმარებით გადამმუშავებელ სექტორსაც. გურიაში, სოფელ ბახვში გვქონდა შეხვედრა ფერმერებთან; ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, თუ რა დამატებითი მხარდაჭერა ესაჭიროება სექტორს შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მზად ვართ, მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ ფერმერებს, რათა ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ჩაი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


აღსანიშნავია, რომ, ბოლო პერიოდში, ქართველი პრაქტიკოსი მეჩაიე ფერმერების მიერ დანერგილმა ჩაის ფოთლის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიამ - ბუჩქის ბრტყელზედაპირიანმა ფორმირებამ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჩაის მოვლა-მოყვანის კომპლექსური მექანიზაციის პროცესი და, ხარისხთან ერთად, ჩაის საკრეფი ზედაპირის ფართობი გაზარდა.


ერთ-ერთი პირველი მეჩაიე ფერმერი, რომელმაც აღნიშნული ტექნოლოგიით 5 ჰა ჩაის პლანტაციის ფორმირება მოახდინა, სოფელ ქვემო ბახვში მცხოვრები დავით თენეიშვილია.



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით თენეიშვილის პლანტაციაში ოვალურზედაპირიანი ჩაის პლანტაციის პრტყელზედაპირიან პლანტაციად ფორმირების პროცესს გაეცნო. ოთარ შამუგია იაპონური, ჩინური, თურქული და საქჩაიმანქანის მიერ წარმოებული ქართული ხელის სასხლავი, საკრეფი და გვერდების სასხლავი აპარატების საჩვენებელ გამოცდას დაესწრო.



თეგები:
ჩაი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up