კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „#COVID19. აშშ-ში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე, ნიშნავს 6068 ერთდროულად დაავადებულს;
იტალიაში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე, ნიშნავს 6364 ერთდროულად დაავადებულს;
გაერთიანებულ სამეფოში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე, ნიშნავს 4514 ერთდროულად დაავადებულს;
საფრანგეთში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე, ნიშნავს 5453 ერთდროულად დაავადებულს;
ნიდერლანდებში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის გავრცელების პროექცია საქართველოზე, ნიშნავს 5180 ერთდროულად დაავადებულს;
გერმანიაში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე, ნიშნავს 2664 ერთდროულად დაავადებულს;
ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად მოვუაროთ #COVID19-ით დაავადებულ მხოლოდ 1200 ავადმყოფს“-წერს ბექაური.