გუდაურში მიმდინარე სეზონიც პრობლემურია – ტურისტების მოზიდვა ახალი მიმართულებებიდან უნდა მოხდეს

გუდაურში მიმდინარე სეზონიც პრობლემურია – ტურისტების მოზიდვა ახალი მიმართულებებიდან უნდა მოხდეს

access_time2022-04-05 14:00:19

„უკრაინაში განვითარებულმა მდგომარეობამ გამოიწვია ის, რომ ჯავშნების 60% პირველივე კვირაში გაგვიუქმდა”, -  ამის შესახებ რადიო “კომერსანტის” გადაცემაში “კომერსანტის დილა” „დაიცავი მთის კურორტების” დამფუძნებელმა გიორგი სალუქვაძემ ისაუბრა. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით გუდაურში ძირითადად თბილისიდან ჩასული ტურისტები არიან, რომლებიც კურორტზე ფონს ვერ  ქმნიან. 



„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე, პლუს ამას ჩვენ ამინდზეც დამოკიდებულები ვართ. დღეს გუდაურის სტუმრები ძირითადად თბილისიდან ჩამოსული ძალიან მცირე ნაკადია, რომელიც ზოგად ფონს ვერ ქმნის. ჩვენ გვჭირდება მეტი  უცხოელი ტურისტი. წელს ვერ  დასრულდა სეზონი პრობლემის გარეშე და რა თქმა უნდა  ამ  უბედურებამ, რაც  უკრაინაში  ხდება,  გამოიწვია ის, რომ პირველივე  ეტაპზე  ჯავშნების 60% გაუქმდა, როგორც მოგეხსენებათ  უკრაინიდან და  რუსეთიდან  ძალიან დიდი  ნაკადი  შემოდის  გუდაურში და  რა თქმა უნდა ამ ომმა თავისი კვალი დაგვამჩნია.  

დღეს მთავარი პრობლემა, რამაც თავი იჩინა, არის ის, რომ შეიძლება უკრაინის და რუსეთის სეგმენტი საერთოდ დავკარგოთ,  ამიტომ აღმოსავლეთ  ევროპიდან  შემოდინება  უნდა  გაძლიერდეს. არსებობს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სეგმენტი, ეს არის  ემირატებში დასაქმებული ინგლისელები და დასავლეთ ევროპელი ტურისტები, რომელიც  საკმაოდ  მაღალ ანაზღაურებადი არიან და აი ეს  ნაკადი თუ ჩამოვა ჩვენთან, ძალიან კარგი იქნება.  დუბაისთან ყველაზე ახლო  სათხილამურო  წერტილი არის  საქართველო და ისინი გვსტუმრობენ”, - აღნიშნა გიორგი სალუქვაძემ.


გუდაურში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად სალუქვაძემ პარკინგი დაასახელა და აღნიშნა, რომ მანქანების დასაყენებელი ადგილების არარსებობა დამსვენებლებს დიდი დისკომფორტს უქმნის.



„წელს საკმაოდ  ბევრი პრობლემა  იყო, პარკინგი კვლავ პრობლემად რჩება. როცა თბილისიდან მოდის ადამიანი თუნდაც ერთი დღით სასრიალოდ, არ შეიძლება რომ მან  ნახევარი დღე  საპარკინგე ადგილის ძებნაში გაატაროს მაშინ, როცა  საბაგირო ათზე იხსნება, ის ათზე უკვე საბაგიროზე უნდა იჯდეს. 

ეს არის  ძალიან  სერიოზული გამოწვევა. თავის დროზე  იყო  “ეკო საინის”  მიერ  გაკეთებული გეგმა, თუ სად უნდა  მოწყობილიყო  საპარკინგე  ადგილი, თუ როგორ უნდა ამოსულიყო მანქანა მთავარ საბაგირო ტრასამდე, ახლა ჩვენც კვლევის  პროცესში ვართ, თუ რატომ  შეჩერდა ეს  ყველაფერი”, -  აღნიშნა გიორგი სალუქვაძემ. 


მიუხედავად იმისა, რომ ფასებთან დაკავშირებით ყოველთვის ვნებათაღელვაა, გიორგი სალუქვაძე ამბობს, რომ საქართველოში ზამთრის კურორტები ყველაზე იაფია. 


„ძალიან კარგი  იქნება,  თუ  მთის  განვითარების  სააგენტო ამ ფასებს  შეინარჩუნებს,  რა  თქმა  უნდა, საქართველოს  საშუალო სტატისტიკური მოქალაქისთვის  ეს ძალიან  ძვირია, მაგრამ  რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი და აღვიქვათ,  რომ თუნდაც 1–კილომეტრიანი  სასრიალო  ტრასის  მოწესრიგებისთვის ძალიან  დიდი  ტექნიკა მუშაობს და  დიდი რესურსი  იდება, თუ ეს  ფასები შენარჩუნდება კარგი იქნება.  მე  მაგალითად იმასაც  ვუშვებ რომ უცხოელი სტუმრებისთვის ფასი ოდნავ გაიზარდოს, საქართველოს მოქალაქისთვის ფასის  ზრდა დამღუპველი იქნება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს პირიქით, ხელი უნდა  შევუწყოთ“, -  აღნიშნა  გიორგი  სალუქვაძემ.



სალუქვაძე საქართველოში  რუსი და ბელარუსი ვიზიტორების შემოდინებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები მთაში ნაკლებად შეინიშნებიან. მისივე თქმით, ისინი დასვენებაში  თავისი რესურსის  დახარვჯას  თავს  არიდებენ და საქართველოი  ფეხის მოკიდებას და  თავის  დამკვიდრებას ცდილობენ. სალუქვაძემ ასევე  მუნიციპალიტეტში არსებულ  სხვა  პრობლემებზეც  ისაუბრა და  აღნიშნა, რომ სეზონის  განმავლობაში დიდი პრობლემები იყო  გზების  წმენდის მიმართულებით, ასევე ქაოსი იყო ტრასებზე. 


„მაგალითად რედკო, კომპლექსი საიდანაც გესაუბრებით, აქ  30%  უკრაინელი, ბელარუსი და რუსი  სტუმრები არიან,  ძალიან  მრავალფეროვანია,  მიხარია  რომ დასავლეთ  ევროპიდანაც ჩამოდიან. აქ სკანდინავიიდანაც  ჩამოსახლდა რამდენიმე ოჯახი, ასევე პოლონეთიდან  არიან დამსვენებლები, თუმცა იმედგაცრუებული არიან იმ ფაქტით, რაც ხდება. წელს  კატასტროფული მდგომარეობა გვქონდა გზის  წმენდის მიმართულებით. კომპანია რედკოს  ეს ტერიტორია  მთელი რიგი  ვალდებულებებით  აქვს  აღებული, როცა  ჩვენ  ვსვამთ  ამ საკითხებს, კომპანია მუნიციპალიტეტისკენ იშვერს  ხელს, მუნიციპალიტეტი — მთის კურორტისკენ,  კურორტები  — კომპანიისკენ და ა.შ. 

როცა ევროპელი ტურისტი თხილამურით სრიალებს და შენ მას ბურანით ჩაუქროლებ, ის ამას არ მოითმენს, უკიდურესი მდგომარეობაა კურორტზე ვისაც სად უნდა,  იქ  სრიალებს  ბურანებით და ეს საკითხი არ კონტროლდება ისე, როგორც უნდა  კონტროლდებოდეს.

იყო შემთხვევები, რომ საბაგიროს  გახსნა  გვიანდებოდა, რადგან  სტანდარტის მიხედვით  თუ სასწრაფო მობილიზებული არ არის,  საბაგიროს ჩართვა  არ  შეიძლება და  გზების  გამო სასწრაფო  ვერ  ადიდოდა საბაგიროებამდე. როცა თუნდაც   20  წუთი  საბაგიროს  ჩართვა  იგვიანებს, ეს  ტურისტისთვის უკევ  პრობლემაა და  კურორტს  რეიტინგი  ეკარგება და  დღეს  სოც  ქსელების  საშუალებით აზრის  გავრცელება  ძლაიან  მარტივია. 

რეალურად ჩვენ  ძალიან ბევრი   კონკურენტი  გვყავს  რეგიონში,  აი მაგალითად  ყირგიზეთმა  რომ  დაიწყოს  ტიანშანის  განვითარება,  ან რუსეთმა  იალბუზის  განვთარება, გაგვასწრებენ. ამიტომ უნდა ვისარგებლოთ ამ დროით და განვვითარდეთ და როცა  ეს ქვეყნები  დაიწყებენ  განვთარებას, ჩვენ ლიდერები ვიყოთ“, -  აღნიშნა გიორგი  სალუქვაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up