„ჩვენ შემთხვევაში ინფლაცია  სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვან პროდუქტებზე აისახება“,  - სოსო  ბერიკაშვილი

„ჩვენ შემთხვევაში ინფლაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე აისახება“, - სოსო ბერიკაშვილი

access_time2022-10-05 17:30:13

სექტემბრის სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 11,5% - იანი ინფლაცია დაფიქსირდა, მეორეს მხრივ ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იყო. რამდენად საკმარისია მთავრობისა და ეროვნული ბანკის ძალისხმევა ინფლაციის შესაჩერებლად, ამ და  სხვა თემებზე, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“კავკასიის ეკონომიკური სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა ისაუბრა.


4 ოქტომბერს პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ინფლაცია მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა .  თუ რასთან გვაქვს საქმე და რამდენად პასუხობს ის გადაწყვეტილებები , რასაც მთავრობა და ეროვნული ბანკი იღებს , ამ და  სხვა თემებზე, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“კავკასიის ეკონომიკური სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა ისაუბრა.

 

მისი თქმით პრემიერის განცხადება, რომ ინფლაცია მთელი მსოფლიოს გამოწვევაა გასაგებია,  თუმცა საქართველოს შემთხვევაში ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებს ეხება.


"საქსტატის მონაცემებით, სწრაფად  იზრდება ფასები კვების  პროდუქტებზე, მაგალითად 11% - იან ინფლაციაში, 33% არის  პურზე და სურსათ პროდუქტებზე, რაც  შეეხება  რძეს  ყველს და  კვერცხს  აქ 23% იანი ზრდაა. ეს არის პირველადი პროდუქტები, რომელიც ყველაზე  მეტად დაბალშემოსავლიან მოსახლეობას ურტყამს, იმიტომ რომ ისინი, ვეღარ  ყიდულობენ, კვერცხს პურს და უწევთ საკვების შემცირება. რაც ძალიან განსხვავებულია სხვა  ქვეყნებისგან, მათთან  გაზრდილი ინფლაცია შესაძლოა  მხოლოდ  იმაში გამოიხატოს, რომ დასასვენებლად  ერთი კვირით ნაკლები დრო გაატარონ,  ჩვენ შემთხვევაში კი ეს ინფლაცია  სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვან პროდუქტებზე აისახება."  განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა

 

ბერიკაშვილის თქმით მოლოდინი იმისა, რომ ინფლაცია უფრო შენელდება არსებობს, თუმცა ეს არ გულისხმობს  ფასების  შემცირებას.   მისივე თქმით ეროვნული ბანკიც აღიარებს, რომ რუსების შემოდინება  არ  იქნება  მუდმივი ეკონომიკური ფაქტორის მატარებელი და შესაძლოა  დროებითი  შედეგის მომტანი იყოს. რაც  შეეხება ფასების გაორმაგებას  ქირაზე, ბერიკაშვილი ვარაუდობს, რომ  ფასების  ზრდა აღარ გაგრძელდება.

 

"რაც შეეხება ეკონომიკურ  ზრდას, საქართველოს პატარა ქვეყანაა და პატარა ცვლილებაც დიდ გავლენას ახდეს, შარშან გვქონდა პოსტ პანდემიურ სიტუაციაში დიდი მაჩვენებელი, განსაკუთრებით ეს ეხება საგარეო ვაჭრობას, , წელსაც ამის  შემადგენელი ნაწილი არის  ეს  ფულადი შემოდიენენბი და  რუსების  პირველი ნაკადის  შემოსვლა, რომლებიც  საკმაოდ  დიდი  კაპიტალით შემოვიდნენ. ეს ყველაფერი კი მოსახლეობაზე არ აისახება და პირიქით დამაზიანებელი ეფექტიც  აქვს. რადგან გაძვირდა ბინები, რესტორნები და პროდუქტი“,- აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.


კავკასიის ეკონომიკური სკოლის დეკანმა ისაუბრა ნავთობის ფასებზეც: „ნავთობზე ფასების ზრდა ყველაფერზე ფასის ზრდას ნიშნავს, რადგან ძალიან ბევრ თვითღირებულების პროდუქტში,  შედის  ტრანსპორტირების,  ანუ ნავთობის და ბენზინის ხარჯი, თუმცა ამ მიმართულებით ოდნავ სასიკეთო  ტენდენციას  ვხედავთ, რომ თუნდაც იგივე ნავთობზე, ფასები შემცირებულია, თუმცა ომამდე ნიშნულს არ დაბრუნებია. ამიტომ შემდეგი თვეებიდან ჩვენ ინფლაციის  შემცირებას ველით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up