„სახელმწიფოები ყალიბდებიან სწორედ მსგავსი გამოწვევების პირობებში, რამდენად ერთიანად და რამდენად ეფექტურად შეძლებენ რომ პასუხი გასცენ მსგავს გლობალურ გამოწვევებს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანამ მსოფლიოში შექმნილი კრიზისი უნდა გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა და ამისთვის კი გახარიას განმარტებით ყველაფერი მზადაა.
„ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვართ გარდამავალი ეკონომიკა, ჩვენი ეკონომიკა არის საკმაოდ სუსტი მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი და ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლები იყო ძალზე შთამბეჭდავი ძალზე დამაიმედებელი და ამას მე არ ვაბობ, ამას საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ. ეს კრიზისი ჩვენთვისაც და მოქალაქეებითვისაც იყო მოულოდნელი, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სახელმწიფოს, მოქალაქეს, ბიზნესს, კომპანიას, ორგანიზაციას, მათ შორის, შეუძლია ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა რეალურად ამისთვის ყველაფერი არის მზად.
რეალურად ჩვენ შეგვიძლია, რომ ის მენეჯმენტის მეთოდები, სწრაფი აქტიური ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით გამოვიყენოთ არა მხოლოდ იმაში, რომ თვითკმაყოფილები ვიყოთ ან ის ხარვეზები ვერ დავინახოთ რომელიც რა თქმა უნდა იყო ყველა ინსტიტუტში და სისტემაშია, არამედ გავაძლიეროთ ინსტიტუტები, გამოვიყენოთ ეს სამი თვე იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სისტემა, გავაძლიეროთ ჩვენი ლაბორატორიების ქსელი, გავაძლიეროთ ჩვენი სამშენებლო სექტორი, გავაძლიეროთ ჩვენი ფინანსური სექტორი, ეს ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გლობალურ კონკურენციაში როდესაც გაჩნდება ვაქცინა, როდესაც მსოფლიო იქნება უკვე სხვა, როდესაც ყველა დაითვლის აბა ვინ რა შედეგებით გამოვიდა კრიზისისდან საქართველოს საშუალო განვითარების იმ დონიდან, როდესაც შევედით კრიზისში რამდენიმე საფეხურით ვიყოთ უფრო წინ. ეს მხოლოდ ჩვენი შესაძლებლობა არ არის, ეს არის ჩვენი ვალდებულება, ჩვენ ამ ვალდებულებიდან გამომდინარე ვდგამდით და ვდგამთ უაღრესად ფრთხილ ნაბიჯებს რამეთუ გვესმის ამ პასუხისმგებლობის მნიშვნელობა არა ერთმანეთის წინაშე, არამედ პირველ რიგში ქვეყნის წინაშე, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქის წინაშე და პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე.
საბოლოოდ მინდა გითხრათ, რომ ეფექტური სახელმწიფოები ყალიბდებიან სწორედ მსგავსი გამოწვევების პირობებში, რამდენად ერთიანად და რამდენად ეფექტურად შეძლებენ, რომ პასუხი გასცენ მსგავს გლობალურ გამოწვევებს. ეს არის საქართველოს კრიზისი, ეს არ არის რომელიმე რეგიონის კრიზისი, ეს არის გლობალური და ეს არ არის კრიზისი, რომელიც დამთავრდა და ეს არის კრიზისი, რომელიც არავინ არ იცის როდის დამთავრდება, ამიტომ როგორი იქნება ჩვენი პასუხი კრიზისზე ეს თითეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კინკლაობას ურთიერთგადაბრალებას, რაღაც გაურკვეველ ჭიდაობას არანაირი აზრი არ ექნება. როდესაც გარკვეული დროის შემდგომ ადამიანები შეაფასებენ რა გააკეთა საქართველომ კოვიდთან ბრძოლაში. იმიტომ, რომ შეაფასებენ საქართველოს არც მმართველ ძალას, არც ოპოზიციას ცალკე აღებულს, არც ექიმს, არც ეპიდემიოლოგს, არც პოლიციას და არც მინისტრს, შეაფასებენ ქვეყანას. მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს მთავრობის ყველა წევრს, ჩვენს მოქალაქეებს, ოპოზიციას რომელიც ასევე ხელისუფლების ნაწილია რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ რაღაც მომენტში გქვონდეს შესაძლებლობა ვიამაყოთ ერთმანეთით და ვიამაყოთ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ შევძელით სხვებთან შედარებით სხვა თანაბარ პირობებში, ჩვენი რესურსის გათვალისწინებით ვყოფილიყავით ყველაზე ეფექტურები და ეს ეფექტურობა გამოვიყენეთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ბაჩო ადამია