ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ იაფ ქათამს და კვერცხს - „ჩირინა“

ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ იაფ ქათამს და კვერცხს - „ჩირინა“

access_time2022-10-12 15:00:23

მეფრინველეობის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები ქათმის იმპორტირებული საკვების გაძვირებაზე საუბრობენ. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასმა 15-20%-ით მოიმატა. მეფრინველეობის დარგი დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული, რადგან წარმოებისთვის საჭირო საკვები, ხორბალი იქნება ეს თუ სიმინდი, სწორედ იქიდან შემოდის. რეგიონში არსებული კონფლიქტის გამო კი, ეს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირებულია.


კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებლის, რევაზ ვაშაკიძის პროგნოზით, ფასების მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი და ბაზარი "უნდა დაემშვიდობოს იაფ ქათმის ხორცს და კვერცხს".


„დღეს საქართველოს ბაზარზე სიმინდის და ხორბლის დიდი რაოდენობით მიწოდება ხდება. მსოფლიო ტენდენციას თუ გადავხედავთ, ბოლო პერიოდში, სიმინდზე ფასი განსაკუთრებით იზრდება. ამას, რა თქმა უნდა, მიზეზიც აქვს. პირველ რიგში ის, რომ მკვეთრად მომატებულია სასუქების ღირებულება და მათი მიწოდება შეფერხებულია. ასე რომ, ბაზარზე ფასების კუთხით 15%-20%-იანი კი არა, მეტად ფუნდამენტური ცვლილებები მოხდება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ იაფ ქათამს და კვერცხს. ყველა ინგრედიენტის ფასი, რაც წარმოებას სჭირდება, იმპორტირებულია ის თუ ადგილობრივი, ზევით იწევს, ამიტომ ფასნამატი გარდაუვალია და იმაზე მეტად მოიმატებს, ვიდრე ახლაა - 20%. მარტივი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, სასუქების ღირებულება თითქმის 100%-ით გაგვიძვირდა, ამას თუ ჩვენ ლოგისტიკურ ხარჯებს დავამატებთ, ეს ფასში კიდევ აისახება. ჩვენი პროგნოზია, რომ უმნიშვნელო კი არა, საკმაოდ მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი“, - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.


ცნობისთვის, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნიდან 1.334 მლნ დოლარის ღირებულების კვერცხის ექსპორტი განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 851.6 ათას დოლარს ოდნავ აჭარბებდა. რაც შეეხება იმპორტს, წელს იანვარ-აგვისტოში საქართველოში 3.1 მლნ დოლარის კვერცხი შემოვიდა, ხოლო შარშან 8 თვეში, საქართველომ 207.4 ათასი დოლარის პროდუქტი შეიძინა.



წყარო: bm.ge






თეგები:
ჩირინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up