ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი - შევჩენკომ რუსებს მიმართა

ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი - შევჩენკომ რუსებს მიმართა

access_time2022-03-03 13:40:00

უკრაინული ფეხბურთის, კიევის „დინამოსა“ და „მილანის“ ლეგენდამ, უკრაინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ რუსეთის აგრესიის შესახებ Sky Sports-თან ინტერვიუში ისაუბრა.



„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ხალხს, არმიას, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ ყველაფერი გააკეთა ჩემი ქვეყნის რუსული აგრესიისგან დასაცავად. ძალიან ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ. ახლა ძალიან რთული დროა ჩემი ხალხისთვის, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ოჯახისთვის. დედა და და ახლა კიევში არიან და იქ საშინელი ამბები ხდება. ხალხი იღუპება, სახლებს ესვრიან. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა. ვცდილობ, დედას და დას ვესაუბრო ყოველ საათში, ყოველ 20 წუთში, რადგან სიტუაცია მუდმივად იცვლება. ხარკოვი თავდასხმის ქვეშაა, კიევი იბომბება. ბევრჯერ ვცადე მათი წამოყვანა. ველაპარაკე, დავარწმუნე, მაგრამ ისინი უარს ამბობენ. მათ უნდათ სახლში დარჩენა და თავისუფლებისთვის ბრძოლა. ეს არის უკრაინული სული“, – განაცხადა შევჩენკომ Sky Sports-თან ინტერვიუში.



ლეგენდარულმა უკრაინელმა თავდამსხმელმა რუსებს მიმართა.




„მე ველაპარაკე ჩემს მშობლებს და ვუთხარი, რომ მინდა უკრაინაში დაბრუნება. მაგრამ ახლა ჩემი ბრძოლის ველი ევროპაშია. მე უნდა ვისაუბრო იმაზე, რაც ხდება უკრაინაში, იმ ტრაგედიაზე, რომელიც უკრაინელ ხალხს შეექმნა. ათასობით ბავშვი უნდა დაიმალოს თავშესაფარში, რათა ბომბებს გადაურჩნენ. ეს არის ტრაგედია. რუსები უნდა გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე ომის შესაჩერებლად. სხვა ქვეყნებიც უნდა დაგვეხმარონ. ახლა ევროპის ცენტრი უკრაინაა. დღეს ჩვენ გვბომბავენ და მერე ვის მიადგებიან? დაფიქრდით!“.



შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ცდილობს გამოიყენოს მაქსიმალური შესაძლებლობები, რათა მსოფლიომ გაიგოს და გააპროტესტოს უკრაინაში რუსეთის აგრესია. კერძოდ, ის ლონდონში უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე წავიდა და იტალიელებისთვის ვიდეომესიჯიც ჩაწერა, რომელიც „მილანისა“ და „ინტერის“ დერბის წინ „სან სიროს“ სტადიონის ტაბლოზე აჩვენეს.



1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up