გართულებული და გახანგრძლივებულია ლოგისტიკის ჯაჭვი, გაძვირებულია ტრანსპორტირება - ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში ფასების ზრდას მოელიან

გართულებული და გახანგრძლივებულია ლოგისტიკის ჯაჭვი, გაძვირებულია ტრანსპორტირება - ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში ფასების ზრდას მოელიან

access_time2023-01-23 17:00:34

„2022 წელს წინა წლებთან შედარებით ავტომობილებზე მოთხოვნა მზარდი იყო და ვფიქრობთ, რომ ეს ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდება“ -  ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის  თავმჯდომარემ ლაშა დარბაისელმა ისაუბრა.


მისი თქმით სექტორს რეექსპორტის ძალიან კარგი მაჩვენებელი ჰქონდა 2019 წელს, თუმცა შემდეგ წლებში ჩაიკეტა სომხეთის ბაზარი, დაიწყო პანდემია, ამას მოჰყვა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, რის შედეგადაც გართულდა და გახანგრძლივდა ავტომობილების შემოყვანა და გაძვირდა ლოგისტიკაც.

 

„ავტოიმპორტიორები ვცდილობთ, რომ პანდემიამდელ მაჩვენებელს დავუბრუნდეთ, ნელ-ნელა ხდება სექტორის აღდგენა. ჩვენი პარტნიორები იყვნენ აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უკრაინა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკრაინაში ომია,ამ ქვეყანაში რეექსპორტის მაჩვენებელი მაინც მაღალია, ასევე რეექსპორტი მაღალია შუა აზიის  ქვეყნებშიც. შუა აზიის  ბაზარი არც პანდემიამდელ პერიოდში დაგვიკარგავს, 2022 წელს ამ მიმართულებით რეექსპორტი გაიზარდა. ზოგადად შუა აზიის  ქვეყნები ჩვენი გამოსავალია.

 

ჩვენ ჩვენი  ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა უნდა ავითვისოთ, ჩვენ ვართ  დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდი, ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ ავტომობილები დასავლეთიდან და გავიტანოთ შუა აზიაში“, - აღნიშნა ლაშა დარბაისელმა.

 

ლაშა დარბაისელმა აღნიშნა, რომ სომხეთის ბაზრის სრულად ჩანაცვლება ვერ მოხერხდა, 2018 წელს სექტორმა სომხეთის ბაზრიდან 700-დან 800 მილიონამდე შემოსავალი მიიღო.

 

„დღეს სექტორს ყოველ შემდეგ თვეში წინა თვესთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად არის და ახალ ბაზრებზე არ უნდა ვიმუშავოთ, ან არსებულ ბაზრებთან საქმიანი ურთიერთობა არ უნდა გავიღრმავოთ.


 

რაც შეეხება ავტომობილის ფასებს, ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელს მცირე ზრდა გვექნება, რადგან გართულებული და გახანგრძლივებულია ლოგისტიკის ჯაჭვი, ასევე გაძვირებულია ტრანსპორტირებაც“, - აღნიშნა ლაშა დარბაისელმა.

 

დარბაისელის თქმით საქართველო ავტომობილების იმპორტის მხრივ, დამოკიდებულია აშშ-ზე, ევროპის ქვეყნებზე, კანადაზე და იაპონიაზე.

 


 თაკო კვაჭანტირაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up