საქართველო იაფი საწვავის მიღებას რუსეთიდან ცდილობს?

საქართველო იაფი საწვავის მიღებას რუსეთიდან ცდილობს?

access_time2022-07-08 13:10:00

კომპანია „ვისოლის“ პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, როგორც კი საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასის კლება დაიწყება, ეს ავტომატურ რეჟიმში საქართველოს ბაზარზეც აისახება. თუმცა, როგორც ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამდე როგორც მოხდება საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის კლება, არ იცის.


„ჩვენ ყოველთვის მივყვებით საერთაშორისო ფასს, გაიაფდება საწვავი? - ეს აისახება ავტოგასამართ სადგურებზე. სამწუხაროდ, იმასთან შედარებით, რა ფასიც იყო რუსეთ-უკრაინის ომამდე, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პლატცები, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ნავთობის ფასი და ამან ძალიან ნეგატიური გავლენა მოახდინა როგორც კომპანიებზე, ასევე მოსახლეობაზე. ჩვენ ორნახევარჯერ მეტი საბრუნავი სახსრები გვჭირდება, ვიდრე ომამდე გვჭირდებოდა და აქ საუბარია მილიონებზე. ომის დასრულებამდე რამდენად შეიძლება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდეს ამ ბაზარზე, არ ვიცი. თუ ერთი, ორი კვირა ნარჩუნდება დაბალი ფასები საერთაშორისო ბაზარზე, ამას აუცილებლად აქვს ადეკვატური ასახვა ჩვენ ქსელში.


ომის დაწყების შემდეგ გარკვეული პერიოდი იყო სამშვიდობო მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის, ამავდროულად, ამერიკამ გამოუშვა თავისი რეზერვები იმისთვის, რომ ფასები შემცირებულიყო და ბაზარზე სტაბილიზაცია მიეღო, მაგრამ ეს ძალიან მოკლე პერიოდი იყო. სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩავარდა და ისევ 120 დოლარს დაუბრუნდა ბარელის ფასი. ძალიან გვინდა, რომ საწვავის ფასი ნაკლები იყოს, უფრო მეტი გაიყიდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ელოდა ფასების შემცირებას და ჩვენც ველოდით ამას, მაინც ყველაფერი ცუდი მხარისკენ შემოტრიალდა. ჩვენ ვცდილობთ დღემდე რომ ვიპოვოთ საწვავის ისეთი წყარო, რომელიც უფრო იაფი იქნება. ვნახოთ, არ ვიცი იქნება თუ არა ეს რუსეთი“,- განაცხადა ფხაკაძემ.



მისი თქმით, მნიშვნელოვანი ზრდაა გაყიდვებში და ამ მიმართულებით კარგი მოლოდინები არსებობს.


„როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ ეს პრობლემა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ძალიან ნეგატიურად აისახებოდა. სადღაც ალბათ მართლებიც იყვნენ, მაგრამ, ჩვენ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისეთი ნეგატიური სცენარი არ გვაქვს, როგორიც პროგნოზირებული იყო გარკვეული ადამიანების მიერ. საბოლოო შედეგია, რომ მაკროეკონომიკური გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ამას რამდენიმე ახსნა აქვს. პირველი, ეკონომიკის გახსნის შემდეგ აუცილებლად მოხდებოდა დადებითი ტენდენციები. მეორე, ძალიან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სავალუტო შემოდინებები ტრანსფერების გზით, გაზრდილია ექსპორტი. ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა და ცხოვრობს ათეულობით ათასი ახალი ადამიანი, რომელთა მსყიდველობითი უნარი საკმაოდ მაღალია. საბოლოო ჯამში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. გარკვეული ჩამორჩენით, მაგრამ ეს აისახა ბიზნესზე. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომელსაც ყოველკვარტალურად ვაკეთებთ. არსებობს BAG ინდექსი. ჩვენი წევრების უმეტესობა ამბობს, რომ გაყიდვები გაიზარდა. ეს არის მაღალი ზრდა. ფინანსური და სხვა პარამეტრები გაუმჯობესებულია. ეს არის იმის საწინდარი, რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს. კარგი მოლოდინები გვაქვს. ამ ყველაფერს ასევე ძალიან შეუწყო ხელი ლარის კურსის გამყარებამ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა იყო ყოველთვის“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up