„ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს პლატფორმა ეტაპობრივად განვავითაროთ და მსგავსი კონფერენციები ყოველწლიურად ჩავატაროთ“

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს პლატფორმა ეტაპობრივად განვავითაროთ და მსგავსი კონფერენციები ყოველწლიურად ჩავატაროთ“

access_time2022-11-17 14:45:09

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ თბილისში გამართული პირველი საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა. ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.



ორდღიან კონფერენციაზე - „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“, რომელიც ქვეყნის 5 მარეგულირებელი უწყების- საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა, კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ იმსჯელეს. კონფერენციაში სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, დიპლომატიური კორპუსის, მეგობარი ქვეყნების, ბიზნესის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების და დარგის სპეციალისტების გარდა, 20 ქვეყნის დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ტერესა მორეირამ და სხვა მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა.



კონფერენცია საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ გახსნა, რომელმაც კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში დაწყებული რეფორმების შესახებ ისაუბრა და ყურადღება ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების ხელშეწყობასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, სამართლიანი კონკურენციის პრინციპებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და სწორედ ამიტომ ბაზრის ხუთმა მარეგულირებელმა, შეთანხმების შედეგად, პირველად ერთიან ფორმატში, საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობა გადაწყვიტა. ირაკლი ლექვინაძის თქმით, მსგავს კონფერენციებს საქართველო მომავალშიც უმასპინძლებს.




„კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ თბილისში, ორი დღის განმავლობაში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობდა. კონფერენციაში 200-ზე მეტმა სტუმარმა მიიღო მონაწილეობა. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთმანეთს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება გავუზიარეთ, რაც ვფიქრობ, რომ სამომავლო პროექტების დაგეგმისთვის აუცილებელია. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს პლატფორმა ეტაპობრივად განვავითაროთ და მსგავსი კონფერენციები ყოველწლიურად ჩავატაროთ, სადაც ბაზრების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, დარგის ექსპერტებთან ერთად, კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმება“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.



საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ, კონფერენციის ფარგლებში, ექვსი ქვეყნის კოლეგა უწყებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა. თავისუფალი და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ხელშეწყობის, კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის გაძლიერების, უწყებებს შორის ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლის, ექსპერტულ/მეთოდოლოგიური დახმარებისა და საერთაშორისო მიდგომების პრაქტიკის შესწავლის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის და ალბანეთის წარმომადგენლებთან გაფორმდა. აღნიშნული ქვეყნების კოლეგა უწყებების ხელმძღვანელი პირები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობების გაძლიერების სამოქმედო გეგმა და სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობები აქტიურ რეჟიმში გადავიდეს. ამას გარდა, მემორანდუმი გაფორმდა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის.



კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ გამართულ კონფერენციაზე პარალელური თემატური სესიებიც გაიმართა, სადაც კონკურენციის პოლიტიკასა და მდგრად განვითარებაზე; რეგულირებულ ბაზრებზე კონკურენციის პოლიტიკის და უწყებათაშორის თანამშრომლობაზე; მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივ გარანტიებსა და აღსრულების პროცესის თავისებურებებზე; აღსრულების ირიბ მექანიზმებზე; მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს და ევროპის პრაქტიკულ გამოცდილებაზე იმსჯელეს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up