„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვიქნებით მჭიდრო პარტნიორი ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის პროცესში, როგორც ევროპის რეგიონში, ასევე გლობალურად“

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვიქნებით მჭიდრო პარტნიორი ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის პროცესში, როგორც ევროპის რეგიონში, ასევე გლობალურად“

access_time2022-09-13 22:20:00

ტუბერკულოზისა და შიდსის დაძლევის გზების, ასევე ვირუსული ჰეპატიტებისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების აღმოფხვრის შესახებ ისაუბრეს თელავივში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული კომიტეტის სხდომის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებმა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, С ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში, საქართველოს წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება და ზურაბ აზარაშვილს კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება სთხოვა.


მინისტრმა, სამინისტროს სახელით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა ვირუსული ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესის აღიარებისთვის.


„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აირჩიეს ჯანმო-ს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის თანამშრომლობის ცენტრად, რათა მხარი დაუჭიროს წევრ სახელმწიფოებს ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, მათ გადახედვასა და მონიტორინგში.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვიქნებით მჭიდრო პარტნიორი ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის პროცესში, როგორც ევროპის რეგიონში, ასევე გლობალურად“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სკრინინგის, ტესტირებისა და მკურნალობის სრული ფინანსური დაფარვის გამო, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში.



„მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი ყურადღება გამახვილდება პრევენციულ ღონისძიებებზე, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი ინფექციების გავრცელება. სისხლის უსაფრთხოების ახალი კანონმდებლობის დანერგვა, სისხლის ცენტრალური ბანკის შექმნა, ინფექციების კონტროლის გაუმჯობესება ჯანდაცვის სფეროში, C ჰეპატიტის სერვისების ინტეგრირება ზიანის შემცირების პუნქტებში არის ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც ასახულია C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.


ზურაბ აზარაშვილი თელავივში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით 72-ე სესიაში იღებს მონაწილეობას.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up