„ჩვენ ვქმნით მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრად კატეგორიას“ - ლევან დავითაშვილი

„ჩვენ ვქმნით მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრად კატეგორიას“ - ლევან დავითაშვილი

access_time2022-06-30 14:40:00

„პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ თანადაფინანსებულ ერთ ლარზე ინვესტირებულ თანხაზე სახელმწიფოს საგადასახადო შემოსავლების სახით 1.6 ლარი პირველივე წელს უბრუნდება. ეს მაჩვენებელი აჩვენებს, რომ სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ასეთი ტიპის ინტერვენცია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად“, - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის პრეზენტაციისას. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას პროგრამის ბენეფიციარები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფოს როლსა და მის მიერ გამოყენებული მექანიზმების მნიშვნელობასა და ეფექტიანობაზე ისაუბრა.


პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები, რომლებიც ეყრდნობა ბოლო 5 წლის მონაცემებს - ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს. შეფასებისთვის შეირჩა ინდუსტრიული ნაწილის 292 ბენეფიციარი. სააგენტომ GIZ-ის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა ეკონომიკური გავლენის შეფასების ჩარჩო და წარმოადგინა ის შედეგები და ეფექტი, რაც სააგენტოს პროგრამებს ჰქონდა გასული პერიოდის განმავლობაში.


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის გაკეთებული მხოლოდ ჩვენი შიდა შეფასებებით - ეს არის GIZ-ის ექსპერტების ჩართულობით გაკეთებული ეკონომიკური ზეგავლენის შეფასება იმ პროექტების, რომლებსაც „აწარმოე საქართველოში“ აკეთებს. სულ არის ხოლმე საუბარი, თუ რამდენად ეფექტიანია, რა წვლილი შეაქვს ეკონომიკაში და რამდენად შეიძლებოდა ამ პროგრამების გარეშე მიგვეღო იგივე შედეგი - ეკონომიკური ზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატება. ამ კვლევამ კონკრეტულად გამოაჩინა, თუ რამდენად განსხვავდება პროგრამაში მონაწილე კომპანიების შედეგები ზოგადად საშუალო სექტორის შედეგებისგან, რამდენად უფრო მდგრადია, რამდენად უფრო სწრაფად იზრდება მათი შემოსავლები და ასევე რამდენად მნიშვნელოვანია საბიუჯეტო თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.



რაც შეეხება ინდუსტრიული ნაწილის სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების ნაწილის ეფექტს, ანალიზის თანახმად, 1 ლარის თანადაფინანსების შედეგად შემოსავლების ნამატმა შეადგინა 15.3 ლარი, კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში - 4.5 ლარი, ხოლო ერთი წლის განმავლობაში გადასახადებმა ბიუჯეტში 1.6 ლარი. დღეისთვის სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტების ჯამურმა ინვესტიციამ 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა, შეიქმნა 58 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი.


როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი მაჩვენებლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში დღესდღეობით არსებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე, რათა სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმები ეფექტიანად იყოს გამოყენებული არსებული პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციების შესანარჩუნებლად.


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვქმნით მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრად კატეგორიას, რომელიც ყველაზე მოწყვლადია იმისთვის, რომ მათ ეკონომიკურ შოკებს გაუძლონ და წარმატებულები იყვნენ. რაც შეეხება დასაქმებას - 58 000 ადამიანზე მეტია დასაქმებული „აწარმოე საქართველოში“-ს მხოლოდ იმ პროგრამების ფარგლებში, რომლებიც გაანალიზებულია“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up