ჩვენც რომ შეგვეზღუდა რუსული პროდუქტების შემოტანა, ინფლაცია 30-35% გვექნებოდა - ვახტანგ ჭარაია

ჩვენც რომ შეგვეზღუდა რუსული პროდუქტების შემოტანა, ინფლაცია 30-35% გვექნებოდა - ვახტანგ ჭარაია

access_time2023-02-23 20:00:56

საქსტატის ინფორმაციით 2023 წლის იანვარში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი რუსეთი იყო. სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 18%-ით გაიზარდა, იმპორტის და ექსპორტი მაჩვენებელი კი 100%-ს აჭარბებს.

 

ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, რუსეთისთვის სანქციების დაწესება რუსეთს არა თუ რაიმე ზიანს მოუტანს, ქართულ ეკონომიკას ჩამოშლის.

 

„როცა რუსეთთან დამოკიდებულებაზე საუბრობენ, ეს ყველაფერი იქითკენ მიჰყავთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს და საქართველომ ოპერაციები შეზღუდოს. ამ ეტაპზე, რუსეთისთვის სანქციების დაწესება რუსეთს არა თუ რაიმე ზიანს მოუტანს, ქართულ ეკონომიკას ჩამოშლის.

 

წლების განმავლობაში ჩვენთვის ხორბლის ძირითადი მომწოდებელი რუსეთი იყო და მას უკრაინიდან ვაბალანსებდით. ასე იყო ბრინჯის, წიწიბურას, ზეთის შემთხვევაშიც. დღეს, ომის გამო, უკრაინის ბაზარი ჩაკეტილია და იქიდან ბევრ პროდუქციას ვერ ვიღებთ. თუ რუსეთიდან ამ პროდუქციას არ შემოვიტანთ, სხვაგან უფრო ძვირი ღირს“, - აცხადებს ჭარაია.

 

მას ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი მოჰყავს, სადაც რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი მიდგომები განახორციელეს - გარკვეული პროდუქციის შემოტანა აკრძალეს და საზღვარი ჩაკეტეს. გასულ წელს სამივე ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 20-დან 25%-მდე იყო.

 


„ჩვენც რომ შეგვეზღუდა რუსული პროდუქტის შემოტანა, ინფლაცია ბალტიისპირეთზე მეტი - 30-35% გვექნებოდა იმიტომ, რომ ბალტიისპირეთი არ არის შედარებით იაფიანი რუსული პროდუქციის მომხმარებელი, მაგრამ გავლენა მაინც მოახდინა ინფლაციაზე.

 

იმ გამოუვალ მდგომარეობაში, როცა უკრაინის ბაზარი ჩაკეტილია, გლობალურად სირთულეებია მიწოდების და სხვა მიმართულებით, რუსეთთან დამოკიდებულების შემცირება მოსახლეობას სურსათის ფასების 3-4-ჯერ გაძვირებას ნიშნავს. ეს ყველაფერი რომ გავიაზროთ, ისეთი კატასტროფული მდგომარეობა არ არის, როგორც ჩანს“, - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

 

მისი თქმით, გასულ წელს რუსეთზე მეტად ვაჭრობა სხვა მეზობელ ქვეყნებში გაიზარდა. არსებული შედეგები ეკონომიკური ზრდის შედეგია და არა რუსეთის წილის ზრდის.

 

„რაც შეეხება ფულადი გზავნილების ზრდას, მისი თქმით, 2022 წელს ფული საქართველოში არა იმდენად რუსებმა გადმორიცხეს, არამედ იქ მცხოვრებმა ქართველებმა, რომლებიც საქართველოში დაბრუნდნენ ან გადმოიტანეს თავისი ბიზნესები, ან რუსების გადმორიცხული თანხები გარკვეული საშუამავლო ოპერაცია იყო რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მესამე ქვეყანაში გავიდა. მისი თქმით, ის ფული ქართულ ეკონომიკაში არ ჩადებულა“, - აცხადეს ჭარაია.

 

ეკონომისტი შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში ხედავს.

 

„ამ შემთხვევაში გამოსავალს ვხედავ მთელი რიგი პროდუქციის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებაში. მაგალითად, ხორბლის კუთხით ჩვენი ადგილობრივი წარმოება მოხმარების 10%-ია. ეს 10% უნდა გახდეს 50-60 და შემდეგ უკვე რუსეთზე დამოკიდებულება იქნება უმნიშვნელო და რომც დაიკარგოს ეს ბაზარი, მისი სხვა ბაზრით ჩანაცვლება რთული არ იქნება და არც ფასებს დაეტყობა ძალია. იგივე შეიძლება ითქვას ზეთის და რძის პროდუქტებზეც“, - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up