„ჩვენებები და გამოკითხვის ოქმები, რასაც ბრალდების მხარე ეყრდნობა, ყალბია“ – ვაკის პარკის შადრევნის საქმე

„ჩვენებები და გამოკითხვის ოქმები, რასაც ბრალდების მხარე ეყრდნობა, ყალბია“ – ვაკის პარკის შადრევნის საქმე

access_time2023-02-19 13:00:04

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული კომპანია ,,გრინსერვის +”-ის წარმომადგენელთა ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო გაცხადება გააკეთეს და სიმართლის დადგენა და გამამართლებელი განაჩენი მოითხოვეს. როგორც  არჩილ ჩოფიკაშვილმა, ომარ ფურცელაძემ და რევაზ აჭარაძემ აღნიშნეს,  ჩვენებები და გამოკითხვის ოქმები, რასაც ბრალდების მხარე ეყრდნობა, ყალბია „17.02.2023წ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელდა ინფორმაცია ვაკის პარკში 2022 წლის 13 ოქტომბრის ტრაგედიასთან დაკავშირებით რამაც დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. პირველ რიგში, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას დაზარალებული ოჯახის მიმართ. პროკურურის განცხადების საპასუხოდ კი მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს მეორე მხარის მოსაზრებების და მტკიცებულებების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:


1. პროექტის შემსრულებელმა კომპანიამ შპს ,,გრინსერვის+’’ მა შადრევნისათვის საჭირო ელექტრომოწყობილობები და მაკომპლექტებელი დეტალები შეიძინა ცნობილი კომპანიის Guangdong Water Space Intelligent Technology Co., LTD-საგან მონტაჟის, ექსპლუატაციაში გაშვების და გარანტიის პირობით. შადრევნის სისტემა დაამონტაჟა და ექსპლუატაციაში გაუშვა ქარხნის სპეციალისტმა. სისტემამ თითქმის 3 თვე იმუშავა ხარვეზების გარეშე. 4 თვის გამოძიების განმავლობაში გამოძიებამ არ გადადგა არც ერთი ნაბიჯი შადრევნის სისტემის მონტაჟის ავტორის, ქარხნის სპეციალისტის გამოსაკითხად.


2. პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში (17.02.2023) აღნიშნულია, რომ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა საქმეზე არ ჩატარებულა. (დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები) შესაბამისად, შეუძლებელია ექსპერტიზების გარეშე, მომხდარ ტრაგედიასა და განხორციელებულ პროექტს შორის კავშირის დადასტურება.


3. შემსრულებელი კომპანიის დირექტორს ბრალდება ედავება 22 სექტემბერს შესრულებული დამატებითი სამუშაოების ექსპერტიზის არ ჩაატარებას 3 კვირაში, მაშინ, როდესაც 4 თვის განმავლობაში თვითონ გამოძიებამ ვერ ჩაატარა იგივე ექსპერტიზა.


4. შემსრულებელი კომპანიის დირექტორს ბრალდება ედავება, რომ კომპანიამ უხარისხოდ შეასრულა სამუშაოები, თუმცა, დღემდე ამის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის (არ არის ექსპერტიზა, არ დაკითხულა პროექტის შემსრულებელი).


5. ბრალდებას არ დაუსვავს კითხვები ელ სადენის დაზიანების ხანდაზმულობასთან და  განვითარების მექანიზმთან დაკავშირებით. არ ჩაუტარებიათ საგამოძიებო ექსპერიმენტები რაც შესაძლებელს გახდიდა ტრაგედიის მიზეზის გარკვევას. ბრალდების დამძიმება გამოძიების ბოლო დღეს (16.02.2023) სამართლებრივად დაუშვებელია ვინაიდან, ბრალდებულებს წაერთვათ თავდაცვის და საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარმოდგენის საშუალება და დრო.


6. შემსრულებელი კომპანია სამუშაოებს აწარმოებდა ოფიციალურად გაცემული სამშენებლო პროექტის და ნებართვის საფუძველზე რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია. პროექტის და შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია მოძიებული იქნეს ვებ გვერდზე: https://tenders.procurement.gov.ge/login.php  ტენდერის ნომერი: NAT210017848.


7. დაცვის მხარის მოპოვებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ 2022 წლის 22 სექტემბერს სამუშაოების შესრულების დროს რაიმე დაზიანება, მოხდა ობიექტზე. დაკავებული ექსპერტების გამოკითხვის ოქმები რასაც ბრალდება ეყრდნობა, გაყალბებულია შედგენილია კოპირების პრინციპით. ელექტროშოკის ადგილზე, დენის გაჟონვა არ იყო სტაბილური და ერთგვაროვანი. ტრაგედიის წინა დღეს, 12 ოქტომბერს და წინა პერიოდში, ელექტროდენი შადრევანში არ ჟონავდა. ვიდეოკამერების ჩანაწერები კონკრეტულ პერიოდებში (12 ოქტომბერი საღამო) გაურკვეველი მიზეზებით არ აღმოჩნდა ჩამწერ მოწყობილობებში და შესაბამისად, გაუგებარია ვის მიერ და რა მანიპულაციები ხორციელდებოდა იმ პერიოდში ელექტროსადენებზე.


8. ბრალდების მიერ ობიექტური გამოძიების უზრუნველყოფის ნაცვლად, საზოგადოებისთვის სენსიტიურ და მტკივნეულ ტრაგედიაზე ინფორმაციის გავრცელება (სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა) დიდი ალბათობით, ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული ოჯახის ხელახალ ტრამვირებას გამოიწვევს. ბრალდების მიერ არასწორი ინფორმაცის გავრცელება, მიზნად ისახავს ბრალდებულების მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, წარმოადგენს არ გამოძიებული საქმის გადაფარვის მცდელობას, სამართლებრივი საკითხებიდან ადამიანურ ტრაგედიაზე ყურადღების გადატანას და საბოლოო ჯამში, სასამართლოზე ზემოქმედებას სამომოავლო წარუმატებლობის დაზღვევის მიზნით, რაც მინიმუმ უსამართლოა.


კვლავ ვადასტურებთ, რომ მთავარი მიზანი სიმართლის დადგენაა თუ რამ განაპირობა 13 ოქტომბრის ტრაგედია და ამ მიზნის მისაღწევად ყველა ლეგიტიმური და  სამართლებრივი  საშუალება იქნება გამოყენებული“ – აღნიშნეს დავოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში.“







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up