ჩვენი ამოცანაა, რომ 2023 წელს „გუდვილმა“ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი ექსკლუზიური პროდუქტი და ფართო ასორტიმენტი შესთავაზოს - გიორგი ხაბაშვილი

ჩვენი ამოცანაა, რომ 2023 წელს „გუდვილმა“ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი ექსკლუზიური პროდუქტი და ფართო ასორტიმენტი შესთავაზოს - გიორგი ხაბაშვილი

access_time2023-01-04 10:00:40

„ჩვენი ამოცანაა, რომ 2023 წელს „გუდვილმა“ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი ექსკლუზიური პროდუქტი და ფართო ასორტიმენტი შესთავაზოს“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, ბევრი პროცესის ოპტიმიზაცია მოხდეს, ლოგისტიკის მაქსიმალური ავტომატიზაციის და ტექნოლოგიების ხარჯზე პროდუქციის თვითღირებულებამ დაიწიოს და სარეალიზაციო ფაქსი მინიმუმ არ გაიზარდოს. გიორგი ხაბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდება ომის ნეგატიური წნეხი მსოფლიო ეკონომიკაზე მოიხსნება.



„გუდვილის“ მენეჯერი აცხადებს, რომ 2022 წელი 2021 წელთან შედარებით რეალიზაციის მაჩვენებლების მხრივ საკმაოდ წარმატებული იყო.



„2022 წელი იყო გაცილებთ უკეთესი ვიდრე 2021 წელი. 2021 წელს კორონავირუსიდან გამომდინარე ძალიან ბევრი შეზღუდვა გრძელდებოდა და ნაწილი მათგანი 2022 წლის პირველ თვეებშიც გადმოყვა. თუმცა ძირითადი მათგანი 2022 წლის მესამე თვიდან მოხსნილი იყო, რამაც პოზიტიური ძვრები მოახდინა ზოგადად ეკონომიკაზე და მათ შორის „გუდვილის“ ოპერირებაზე.



საოპერაციო თვალსაზრისით მოგეხსენებათ, რომ მსგავსი რეგულაციები ოპერირებას აძვირებს. მეორეც, ჩვენ მომხმარებელს კორონავირუსის აქტიური ფაზის დროს არ ჰქონდა შესაძლებლობა თავისუფლად ემოძრავათ და ევლოთ შოპინგზე, ისე როგორც ეს მათ სურდათ. 2021 წელს ეს ნეგატიური ზეგავლენები იყო, მაგრამ 2022 წელს ეს ნეგატიური ზეგავლენები მოიხსნა და ამან დადებითი როლი ითამაშა ეკონომიკის განვითარებაზე და მათ შორის „გუდვილის“ განვითარებაზე“, - აცხადებს ხაბაშვილი.



რაც შეეხება კორონავირუსამდელ პერიოდს, 2022 წელს „გუდვილის“ გაყიდვები 2019 წელთანაც გაზრდილია.



„კი, არის ზრდა 2019 წელთან შედარებითაც, იქიდან გამომდინარე, რომ აქტიურად ვითარდებით და ბევრ სიახლეს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს. იმპორტის მიმართულება გავაძლიერეთ. 2021 წლის ბოლოს ჩვენ ექსკლუზიური ხელშეკრულება გავაფორმეთ იტალიურ ქსელ „კოპთან“, რომლის პროდუქციაც ექსკლუზიურადაა წარმოდგენილი „გუდვილში“. მოგეხსენებათ, რომ „გუდვილის“ საკუთარი წარმოება: კულინარია, პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო - არის ჩვენი ძლიერი მხარე. გაქვს ასეთი მნიშვნელოვანი უპირატესობა და ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს ჩვენი ხარისხი, გემოები“, - ამბობს ხაბაშვილი.




რაც შეეხება ე.წ. ულტრა ფრეშის მიმართულებას, „გუდვილი“ აქტიურად თანამშრომლობს ფერმერულ მეურნეობებთან და შესაბამისად მომხმარებლებს საკმაოდ ახალი და ხარისხიანი პროდუქცია მიეწოდება.



„2019 წელთან მიმართებაში გაქვს ორნიშნა ზრდა და მნიშვნელოვანია, რომ როცა ვსაუბრობთ ზრდაზე არ ვუყურეთ მხოლოდ თანხაში ზრდას, ვუყურებთ ასევე ერთეულებში ზრდას, ანუ რამდენი ერთეულით მეტი პროდუქტი გაიყიდა და ამ მიმართულებით გაქვს დაახლოებით 20%-იანი ზრდა“, - ამბობს „გუდვილის“ გენერალური დირექტორი.



გიორგი ხაბაშვილის თქმით, პროდუქციის და ლოგისტიკის ხარჯების გაძვირების ფონზე, „გუდვილი“ ყველაფერს აკეთებს, რომ პროდუქციის ღირებულება დახლაზე ერთბაშად არ გაიზარდოს, რაც კომპანიის მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე ხდება.



„პანდემიის მიმართულებით მოგვიწია ოპტიმიზაცია, დიდი აქცენტი გავაკეთეთ ონლაინ გაყიდვების მიმართულებებზე. ოპტიმიზაციისთვის მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. პანდემიის ნეგატიური წნეხი მოიხნა, თუმცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით რჩება და ცხადია საქართველოშიც რჩება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად მიღებული ნეგატიური ზეგავლენა, რომელიც მთელს მსოფლიოზე განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ვრცელდება. ეს გამოიხატება ასევე მაღალი ინფლაციაზე. საერთაშორისო მწარმოებლების მხრიდან 2022 წლის განმავლობაში ფასების გაძვირების რამდენიმე ტალღა იყო. ზოგ მომწოდებელს ფასების ზრდის 3 ტალღა ჰქონდა, ზოგს კიდე 4. ასევე გაძვირდა ლოგისტიკა, ზოგი ქვეყნებიდან გასამმაგდა კიდეც. ევროკავშირიდან ლოგისტიკის ღირებულება 2-ჯერაა გაზრდილი. როცა სწრაფად გვეზრდება ფასები, ჩვენ არ შეგვიძლია ასე სწრაფად გავზარდოთ ღირებულება, რადგანაც გვინდა რომ მომხმარებელს მისაღებ ფასებში მივაწოდოთ პროდუქცია და აქედან გამომდინარე გვიწევს ჩვენი მარჟების შემცირება. 2022 წელს ნეგატიური წნეხი, რაც ყველა რითეილმა და მათ შორის „გუდვილმა“ მიიღო, არის ის, რომ მსოფლიოში მიმდინარე ინფლაციურმა მოვლენებმა გვაიძულა ჩვენი მოგების და ფასნამატის მარჟები შეგვემცირებინა“, - ამბობს ხაბაშვილი.



„გუდვილის“ გენერალური მენეჯერის თქმითვე, „გუდვილს“ 2022 წელს სიახლეების შეთავაზების ხარჯზე მომხმარებლების რადენობაც გაეზარდა.



„ბევრი სასაქონლო კატეგორია ძალიან განვავითარეთ საშუალო ჩეკიც და გაყიდვებიც გაზრდილია. არის პროდუქტები რომელთა იმპორტის შეჩერება შეგვეჩერებინა რადგანაც ძალიან გაიზარდა ამ პროდუქციის ფასი იგივე ევროპაში და ტრანსპორტირების ხარჯის დამატებით იმპორტს აზრი აღარ ქონდა.



უკვე ძალიან ბევრი ახალი მომწოდებელი გვყავს გერმანიიდან და იტალიიდან და პირდაპირ ქარხნებიდან მოგვაქვს პროდქცია, რათა ფასების გაძვირება მაქსიმალურად დაგვეწია“, აცხადებს ხაბაშვილი.



2023 წლის გეგმებს რაც შეეხება „გუდვილის“ გაფართოებას თბილისს და ბათუმში გეგმავს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up