„ქუთაისში და მის მიმდებარედ 60 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 25-მდე სახელმწიფო ქონება გაიყიდება“

„ქუთაისში და მის მიმდებარედ 60 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 25-მდე სახელმწიფო ქონება გაიყიდება“

access_time2022-06-16 11:00:00

„ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა სახელმწიფო აქტივი, რაც არსებობს ქვეყანაში, ჩართული უნდა იყოს ეკონომიკაში, ქმნიდეს პროდუქტს, სერვისებს, ახალ სამუშაო ადგილებს, ზრდიდეს ინვესტიციებს, ავითარებდეს ტექნოლოგიებს და ზოგადად, აქტიურად უნდა მონაწილეობდეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროცესებში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ ქუთაისის საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად გამართულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მოამზადა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, მხოლოდ ქუთაისში და მის მიმდებარედ არსებული 60 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 25-მდე საინვესტიციოდ მიმზიდველი სახელმწიფო ქონება იქნება საპრივატიზაციოდ წარმოდგენილი, მათ შორისაა 4 დეველოპერული, 10 მულტიფუნქციური, 9 სამრეწველო-სასაწყობე და 2 სასტუმროს ბიზნესისთვის საინტერესო ობიექტი.


ნინო ენუქიძის თქმით, ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი ცენტრია, რომელიც არა მხოლოდ სილამაზით, ტრადიციებით, კოლორიტითა და მასპინძლობით გამოირჩევა, არამედ მას ასევე უდიდესი პოტენციალი გააჩნია როგორც რეგიონული, ასევე მთელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კუთხით და ეს პროექტიც, ამ პროცესის ერთ-ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა.



„ამ დროისათვის, 2022 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უკვე შეძლო 170 მლნ. ლარზე მეტის მობილიზება, რაც, საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრია - ეს პროცესი აქტიურად გრძელდება, რადგან, მიუხედავად რეგიონში შექმნილი რთული გეოპოლიტიკური სიტუაციისა, სტატისტიკური მაჩვენებლები ქვეყანაში საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძემ, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, აგრეთვე უძრავი ქონების განვითარების საერთაშორისო კომპანიის Cushman & Wakefield - ის წარმომადგენლებმა და ქუთაისში უძრავი ქონებით დაინტერესებულმა საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up