ჩვენი ბათუმელი ცუგუნები - რა იდეებმა გაიმარჯვა ბათუმში

ჩვენი ბათუმელი ცუგუნები - რა იდეებმა გაიმარჯვა ბათუმში

access_time2023-02-23 14:00:07

,,შენი იდეა ბათუმს“ - პროექტის ფარგლებში ხმის მიცემა დასრულდა. როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს სხდომაზე პროექტის ფარგლებში გამარჯვებული იდეები უკვე დამტკიცდა. ხმის მიცემის ეტაპზე გადასული 6 იდეიდან გამარჯვებულად 2 პროექტი გამოვლინდა:

• ჩვენი ბათუმელი ცუგუნები - ბიუჯეტი: 170900 ლარი,

• ადაპტირებული ბათუმი - ბიუჯეტი: 28050 ლარი.

გამარჯვებული იდეები ბათუმის მერიის 2023 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.


რას ითვალისწინებს პროექტი „ჩვენი ბათუმელი ცუგუნები“?

პროექტის მიზანია ბათუმში მიუსაფარი ცხოველებისთვის მინიმალური პირობები შექმნა, რაც ქალაქში მიუსაფარი ცხოველებისთვის სხვა და სხვა ლოკაციებზე სახლუკების ჩადგმას ითვალისწინებს, რომელიც მიბარებული იქნება მიმკედლებლებზე, რომლებიც ყოველ დღე ნახულობენ და კვებავენ მიუსაფარ ცხოველებს. პროექტის ფარგლებში ქუჩებში სპეციალური ბოქსები პაკეტებით (ეს იმისთვის, როდესაც ცხოველი მოისაქმეს მიხედოს პატრონმა ქუჩაში სისუფთავეს და თავიდან ავიცილოთ ქუჩების ფეკალიებით დაბინძურება) დამონტაჟდეს.



პროექტის აღწერაში აღნიშნულია, რომ „ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიუსაფარი ცხოველების 1 დოზა კომპლექსური ვაქცინით აცრა, რათა თავიდან ავაცილოთ მიუსაფარ ცხოველებს ისეთი გამავრცელებელი და გადამდები მათთვის სასიკვდილო დაავადებები, როგორიც არის ჭირი და ენტერიტი. ცხოველის ვაქცინირება დამატებით დაევალოს 2023 წლის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას,რომელთანაც მერიის მხრიდან გაფორმებული იქნება ხელშეკრულება მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია/ცოფის აცრა/რევაქცინაციაზე“.


რაც შეეხება მეორე პროექტს „ადაპტირებული ბათუმი“, ის გულისხმობს ხელი შეეწყოს შშმ პირებს კომუნიკაციის დამყარებაში სპეციალური ინფრასტრუქტურის საშუალებით, ამ შემთხვევაში სპეციალური დიზაინის მქონე სკამებით. სკამს ექნება მრავალფუნქციური დატვირთვა, ასაკეცი მოწყობილობის საშუალებით, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ შშმ პირი არ იყენებს მოწყობილობას, მისი გამოყენება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.


აღნიშნული სკამები, ქალაქის მასშტაბით განთავსდება შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ესენია: უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია, ბულვარის მიმდებარე ტერიტორია, პარკის მიმდებარე ტერიტორია და სკვერებთან.


„იქიდან გამომდინარე რომ აჭარა არის ტურისტული რეგიონი, პროექტის განხორციელება დადებით გამოხმაურებას პოვებს საერთაშორისო ასპარეზზე და რეგიონი კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახდება უცხოელებისათვის“, - აღნიშნულია პროექტის აღწერაში.


„შენი იდეა ბათუმს“ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტია, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს განკარგონ ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up