ჩვენი დროის კომფორტი - ბიზნესავიაციის დარგის აღმავლობა პანდემიის გავლენით

ჩვენი დროის კომფორტი - ბიზნესავიაციის დარგის აღმავლობა პანდემიის გავლენით

access_time2021-07-07 12:00:56

პლანეტის მასშტაბით გადაადგილების პრინციპების რადიკალური ცვლილების მიუხედავად, კერძო მცირე ავიაციამ მოახერხა გასაოცარი მოქნილობით მორგებოდა ახალ რეალობას და მნიშვნელოვანი ზრდაც კი აჩვენა.


Covid 19-მა  საზოგადოების ყველაზე რთული და გამჭრიახი ნაწილის დისციპლინირებაც კი მოახერხა.  რუსეთში მოულოდნელად წარმატებით ვითარდება ვერტმფრენებისა და კომპაქტური ბიზნეს-ჯეტების მიმართულება, თავად სფერო კი სულ მალე ტაქსოკომპანიის როლს მოირგებს (uber, Yandex Go, whelly). ევროპულ ავიაციაში უკვე კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებაც შესაძლებელია. ეს ყველაფერი, უმეტესწილად, კომპანია AIM OF Emperor-ის დამფუძნებლის, ირაკლი ლითანიშვილის ძალისხმევით მოხდა:


– გლობალური ლოქდაუნის პერიოდში ბიზნესმა კარდინალრი ცვლილებები განიცადა. როგორ იმოქმედა საზღვრების მასობრივმა ჩაკეტვებმა კერძო ავიაციის მგზავრების ქცევაზე?


– პანიკა და აჟიოტაჟი უკვე აღარ სუფევს, ეს  ახლა წესების ხშირი ცვლილებებისა და ფრენების შეზღუდვებით გამოწვეული უკმაყოფილებით შეიცვალა. მაგალითად, მგზავრები საზღვარგარეთ უძრავ ქონებას ფლობენ, მაგრამ არ აქვთ მაცხოვრებლის სტატუსი. თუ პანდემიამდე ისინი თვითმფრინავს ქირაობდნენ და უბრალოდ გადაიფრენდნენ დანიშნულების ადგილამდე, ახლა ასეთი ქმედებების მართლზომიერება ბევრ ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.


ჩარტერული რეისების მგზავრები მიმართულების შერჩევისას ახლა არა საკუთარ სურვილებს, არამედ საზღვრების გახსნილობას ეყრდნობიან. მათ არ სურთ საკუთარი არდადეგებისა და მივლინებების გარისკვა და თავს იზღვევენ. ამიტომ, ახლა უფრო მეტად დაფრინავენ იმ ქვეყნებში, რომლებიც კონკრეტულ სეზონზეა გახსნილი. მაგალითად, ახალ წელს ეს ლოკაციები იყო არაბთა გაერთიანებული საემიროები, მალდივები, ტანზანია, გაზაფხულზე მოთხოვნა თურქეთის მიმართულებაზე გაიზარდა. დახურვის შემდეგ, რეისების ბოლო ნაწილი ანულირებული იყო, ნაწილი კი შეიცვალა რუსეთის სამხრეთის მიმართულების ბილეთებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ღია მიმართულებებისთვის უპირატესობის მინიჭების ტრენდს.


ჩარტერული რეისების მგზავრების მსოფლმხედველობა შეიცვალა: თუ გასულ წელს ჯერ კიდევ არსებობდა „დაკონსერვებული“ მიუღებლობა და ახალი რეალობის არაღიარება,  წელს ბროკერებიც და კლიენტებიც ისწრაფვიან რისკების მინიმალიზაციისკენ, ფულადი და დროის დანახარჯის შემცირებისკენ და საკუთარ გეგმებს იქით მიმართავენ, საითაც კონკრეტულ მომენტში გზა ხსნილია.  


– პანდემიის გამო ხომ არ დაუკარგავთ მგზავრებს ჩარტერული ბიზნეს-ჯეტებით ფრენის სურვილი?


– სინამდვილეში, პირიქით - პანდემიამ ეს მიმართულება უფრო გამოაცოცხლა. ახლა არა მხოლოდ მუდმივად ჩარტერული ბიზნეს-ავიაციის მომხმარებლები, არამედ ისინიც კი მგზავრობენ, ვისაც პანდემიამდე ბიზნეს-ჯეტი არ გამოუყენებია და არ განიხილავდა მას, როგორც სატრანსპორტო საშუალებას. როცა მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო, კერძო თვითმფრინავების საკითხი აქტუალური გახდა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რისკებიდან გამომდინარე. ისინი, ვინც პანდემიამდე პირველი კლასით და ბიზნეს კლასით დაფრინავდნენ, ძალიან მალე მიხვდნენ, რას ნიშნავს  კერძო თვითმფრინავით გადაადგილება. ამ სეგმენტის ზრდა ასეთი კლიენტების ხარჯზე ხდება ჩვენს კომპანიაში.


იმის შესახებ, რომ კერძო თვითმფრინავის დაქირავება მათი შესაძლებლობების ფარგლებშია, ბევრმა ბიზნესმენმა პანდემიის დროს გაიგო. ამას გარდა, კერძო თვითმფრინავმა ადამიანებს უსაფრთხიების შეგრძნება დაუბრუნა: მგზავრები აეროპორტში ყველა პროცედურას ცალცალკე ტერმინალებში გადიან, ახლობელ ადამიანებთან ერთად მგზავრობენ სანიტარულად დამუშავებულ თვითმფრინავში. არანაკლებ როლს თამაშობს ფასი: ბიზნეს კლასის ღირებულება რეგულარულ ავიახაზებზე იმდენად გაიზარდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მთელი თვითმფრინავის დაქირავება უფრო ხელსაყრელია ოჯახისა და კომპანიისთვის.


მაგალითად, ჟენევა-ნიცა-პარიზი 2-4 ადამიანისთვის პატარა თვითმფრინავით დაახლოებით 6 ათასი ევრო ღირს. ხშირ შემთხვევაში 10 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფისთვის ჩარტერული რეისის ფასი უტოლდება რეგულარული ავიაკომპანიის ბიზნეს-კლასით ფრენის ღირებულებას.


– თქენი ჯგუფი რუსეთის ფედერაციაში რუსლ ავიაკომპანიაში განახორციელებს ინვესტიციას. 2020 წელს, ლოკდაუნამდე რამდენიმე კვირით ადრე, ავიაკომპანია „სკაილაითის“ ავია ოპერატორის რუსული სერთიფიკატი მიიღეთ. რით აიხსნება ევროპელი ინვესტორების რუსულ ბაზარზე გასვლა?



– ბაზარზე გასვლა აიხსნება რუსეთსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირში საავაიციო ბიზნესის, როგორც კომერციული ტრანსპორტის ჰარმონიული განვითარების მაღალი პოტენციალით.


ჩვენი შეფასებით, ახალი კომერციული ოპერატორის ბაზარზე გამოჩენის დრო ხელსაყრელადაა შერჩეული: ბაზრის რეალური ტრანსფორმაციის პირობებში საკმაოდ თვალშისაცემია რუსეთის მინისტრებისა და უწყებების მცდელობა, გააუმჯობესონ საინვესტიციო კლიმატი.  კერძოდ, „როსავიაცია“ კერძო თვითმფრინავების რუსულ სავიაციო რეესტრში შესაყვანად პირობებს ქმნის და დარწმუნებულები ვართ, რომ მალე ეს საერთო ტრენდი გახდება.


– იქონია თუ არა გავლენა ლოკდაუნმა ახალ ავიაკომპანია „სკაილაითზე“?


– იმდენად კრიტიკულად არა, როგორც შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, ჩვენ მივიღეთ რუსული სერთიფიკატი. ამჟამად, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი შეთავაზება პოპულარობით სარგებლობს, ავიაპარკში უკვე რამდენიმე ვერტმფრენი და ბიზნეს-ჯეტია განლაგებული.


როცა საზღვრები პირველად ჩაიკეტა, გადავწვიტეთ იძულებითი შესვენებით გვესარგებლა, რათა ის გეგმები განგვეხორციელებინა, რაც არ იყო დაკავშირებული ავიაკომპანიის მიმდინარე საქმიანობასთან.


შესაბამისად, როსავიაციასთან თანამშრომლობით, მოხდა მსუბუქი რეაქტიული თვითმფრინავის HondaJet ის სერტიფიცირება. ამ ლაინერმა რუსეთში ფრენები დაიწყო და მასზე საუბრებიც არ წყდება. ეს ლოკდაუნის წყალობითაც მოხდა: ადამიანებს უბრალოდ თავისუფალი დრო გამოუჩნდათ ახალი სატრანსპორტო საშუალებების გამოსაცდელად. ეს თვითმფრინავი კი მისი კომპაქტური ზომების, ფუტურისტული დიზაინისა და ტექნოლოგიების მეშვეობით, სწორედ ახალი მსოფლმხედველობის ფორმულირებას ახდენს. ფაქტობრივად სერტიფიცირებით ჩვენ მსხვილი მარკეტინგული კამპანია ჩავატარეთ, რომელმაც ბაზარზე მცირე ავიაციის შესაძლებლობები აჩვენა.

 

– საით მიემართება მცირე ავიაციის დარგი და თქვენი ჯგუფი, როგორც მისი ნაწილი?


– Aim Of Emperor -ში ორი ავიაკომპანიაა გაერთიანებული - ერთი რუსული, მეორე ევროპული. ამას ემატება ორი მსხვილი ბროკერი, რომელიც ასევე კერძო ბიზნეს ჯეტების დაქირავებისა და სასტუმროების სერვისს სთავაზობს მომხმარებელს მთელს მსოფლიოში. დღეს მომსახურების მთელ სფეროს ვაერთიანებთ, რომელიც ბიზნეს ავიაციას უკავშირდება.


ჯგუფში სულ სამი ბლოკია: საავიაციო, საწვავის და IT. თავიდან თანმიმდევრულად დავიწყეთ საქმიანობა: გაქირავება, შემდეგ მმართველი კომპანია, შემდეგ ავიაკომპანია თავისი ფლოტით და შემდეგ ყველა სატელიტური ბიზნესი. ევროპაში ამ მიმართულებების განვითარებით რუსეთის ფედერაციისკენ დავიძარით. სფეროში შემოვიტანეთ ექსპერტიზა, ცოდნა და ინვესტიციები, რათა ქვეყანაში მეტი საჰაერო ხომალდი გაჩნდეს მომხმარებლების ფართო წრეებისთვის. საიდუმლო არაა, რომ ვერტმფრენით გადაადგილება რუსეთში ხშირია, თუ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ჩასვლას გეგმავთ. ეს რუსეთის ფედერაციის დიდი განსაკუთრებულობაა და ინფრასტრუქტურაც ამისთვის მზადაა.


რაც შეეხება IT სფეროს, ჩვენ გვინდა ინდუსტრიის გაციფრულება და ჩვენი გეგმები რომელიმე კონკრეტული რეგიონებით არ შემოიფარგლება. ეს იქნება ევროპა, პოსტსაბჭოთა ქვეყნები, აშშ - ეს საერთაშორისო პროექტია. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ შემოგვაქვს სტანდარტები, რაც ციფრული ტაქსების YANDEX GO-ს, Uber-ს აქვთ.  ჩვენს შემთხვევაში, აპლიკაციის მეშვეობით ზუსტად ისევე შეძლებთ დაჯავშნოთ ნებისმიერი კლასის ბიზნეს-ჯეტი, როგორც ეს ტაქსის შემთხვევაში ხდება. სისტემა საშუალებას იძლევა, აირჩიოთ თვითმფრინავი მსუბუქიდან მძიმე მოდელის ჩათვლით, საჭირო მგზავრთა რაოდენობით და გადახდის ნებისმიერი სისტემით - ამით ხდება დროის დაზოგვა სხვა ანალოგიური ჯავშნის სისტემისგან განსხვავებით. უახლოეს დროში გაჩნდება კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობა და ამაში პირველ ნაბიჯებს სწორედ ჩვენ ვდგამთ.


– როგორ ფუნქციონირებს თქვენი მეორე ავიაკომპანია Emperor Aviation?


– მაისში სამართავად Bombardier Global 6500 ავიღეთ, ველოდებით კიდევე ერთ ბიზნეს-ჯეტს Global 7500-ს.


Emperor Aviation- ჩვენი ფლაგმანური ავიაკომპანიაა,  რომელიც ბიზნეს ავიაციის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. ფრენების უსაფრთხოებისა და მომხმარებელთან გამჭვირვალე თანამშრომლობის უკან, მთელი გუნდის კოლოსალური სამუშაო დგას. ჩვენ რეგულარულად ვართ შიდა აუდიტების ინიციატორები, რომელიც ადასტურებს ჩვენს შესაბამისობას მსოფლიო სტანდარტებთან. წარმატებით მოვახდინეთ IS-BAO Level II-ის სერთიფიკატის ვალიდაცია და ახლა ყველაზე მკაცრ სტანდარტს IS-BAO Level III -ის დონეს ვნერგავთ.


მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობა დადებით გავლენას ახდენს როგორც მომსახურების ხარისხზე, ისე მომხმარებელთან ურთიერთობაზე. ლაინერების მფლობელები გვენდობიან და პროფესიონალებად გვთვლიან, ამას ძალიან ვაფასებთ.  ამასთან, რამდენიმე ჩვენი კლიენტი ჩვენი ერთგული დარჩა ჯერ კიდევ Ocean Sky-ს პერიოდიდან.


– თქვენ ახსენეთ, რომ ბიზნეს-ჯეტების მფლობელები თქვენთან ბრიტანულ ავიაკომპანიის Ocean sky-ს არსებობის პერიოდიდან თანამშრომლობენ. ეს როგორ მოხდა? რატომ გაცვალეს ერთი ავიაკომპანია მეორეზე? პირადად თქვენ გამო?


– ვვარაუდობ, რომ ერთ–ერთი მიზეზი ესეცაა. Ocean Sky-ს მფლობელებმა კომპანიის დახურვის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. ამიტომაც გადავწყვიტე საკუთარი ავიაკომპანიის შექმნა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც პირადად მე მენდობოდნენ.


ბიზნეს-ავიაციის ნებისმიერ ავიაკომპანიაში ორი საკვანძო წესი არსებობს მომხმარებელთან ურთიერთობისას: აქტივების სწორი მართვა და გამჭვირვალე ფინანსური პასუხისმგებლობა. ბრიტანულ ავიაკომპანიაში მუშაობის განმავლობაში ჩვენ ეს ორივე მექანიზმი შევქმენით იმ გუნდის ძალებით, რომელიც შემდეგ Emperor Aviation-ში გადმოვიდა სამუშაოდ. მათთან ერთად კი კლიენტების 70 პროცენტი შემოგვიერთდა,  რომლებთანაც მაშინ ვმუშაობდით. უბრალოდ იმიტომ, რომ გვენდნენ და ჩვენთან ერთად გადაწყვიტეს სვლის გაგრძელება. მათი რისკი კი ამად ღირდა. საბოლოოდ, ჩვენ შევქმენით არა მხოლოდ ავიაკომპანია, არამედ მთელი ჯგუფი სხვადასხვა საქმიანი სფეროს წარმომადგენლებით.


ვიცრუებ, თუ ვიტყვი რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საკუთარ თავში რწმენის წყალობით მოხდა. Emperor aviation-ის შექმნას ძალიან დიდი სამუშაო დასჭირდა, ასევე ნდობა კლიენტებისა, რომელიც ამ გზის დასაწყისში მივიღეთ. დაწმუნებული ვარ, რომ გამჭვირვალე და ნდობით აღჭურვილი ურთიერთობები ჩვენს სავიზიტო ბარათად დარჩება.

 

 Style.rbc.ru


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up