,,ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მსხვილმა საწარმოებმა გონივრულ ვადებში შეძლონ გარემოსდაცვითი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება“

,,ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მსხვილმა საწარმოებმა გონივრულ ვადებში შეძლონ გარემოსდაცვითი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება“

access_time2022-06-22 11:46:02

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და პარლამენტის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრები კაზრეთში იმყოფებოდნენ, სადაც კომპანიის „არემჯი“ მიერ სამინისტროს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს გაეცნენ, წყალდამჭერი ინფრასტრუქტურა და უახლესი ტექნოლოგიებით აშენებული ის გამწმენდი ნაგებობები დაათვალიერეს, რომელიც დაბინძურებისგან იცავს მდინარეებს - ფოლადაურს, კაზრეთულასა და მაშავერას. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



,,ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მსხვილმა საწარმოებმა გონივრულ ვადებში შეძლონ გარემოსდაცვითი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. ამ საწარმოებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ეკონომიკაში, ბევრი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული, მათი ფუნქციონირება და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ხარჯზე. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან; ამჯერად, გავეცანით და დავათვალიერეთ „არემჯიში“ მიმდინარე სამუშაოები. ვთანხმდებით, რომ ბევრი მიმართულებით არის პროგრესი. თუმცა, ჯერ კიდევ არის გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელი, არის გარკვეული გადაცდომებიც, რომელიც უნდა გამოსწორდეს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ კომპანიებთან ერთად; სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, მომავალშიც მუდმივ მონიტორინგს გავუწევთ პროცესს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.



პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ კომპანიებისთვის დადგენილი გარემოსდაცვითი მმართველობის გეგმები წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპულ სივრცეში. მათი შესრულების მონიტორინგს სამინისტრო და პარლამენტი ერთობლივად მომავალშიც აქტიურად განახორციელებენ.




,,საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, მაგრამ გვაქვს შედეგებიც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების შედეგად, კომპანიაში „არემჯი გოლდი“, პირველად მისი არსებობის ისტორიაში, არ დაფიქსირებულა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტი, რაც არის ძალიან კარგი შედეგი, თუმცა „არემჯის“ სხვა კომპანიებთან დაკავშირებით არის კითხვები, არის ხარვეზები და დარღვევები. ვფიქრობთ, რომ, ნაბიჯ-ნაბიჯ ეს დარღვევებიც გამოვასწორებინოთ კომპანიას“,- განაცხადა ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა, ნინო ბურჭულაძემ.



ოთხი წლის წინ, კომპანიას, სამინისტროს მიერ, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გრძელვადიანი და მოკლევადიანი ვალდებულებები დაეკისრა. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, სამინისტროს მხრიდან, გარემოსდაცვითი შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, კომპანიას 100-ზე მეტ პუნქტში ჰქონდა მიწერილობა. მათი შესრულებისთვის მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა და ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულების ეტაპზეა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up