ჩვენი კონკურენტების სამედიცინო პლატფორმები განცხადებების დაფასავითაა - Eqimtan.ge

ჩვენი კონკურენტების სამედიცინო პლატფორმები განცხადებების დაფასავითაა - Eqimtan.ge

access_time2020-11-10 16:20:57

Covid 19-ის გამო ღონისძიებების, თეატრების, კინოსეანსებისა და ფესტივალების გაუქმებას და შემოსავლის ერთადერთი წყაროს დაკარგვას Biletebi.ge-ს ადმინისტრაციაც  თავისებურად მოერგო და ახალი პლატფორმა Eqimtan.ge დააფუძნა. ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ Biletebi.ge-ს თანადამფუძნებელმა გიორგი ჩხიკვიშვილმა „კომერსანტთან“ ექსკლუზიურად განაცხადა. თუმცა პლატფორმა ჯერ არ გააქტიურებულა და ამჟამად ბოლო ეტაპებს გადის.


საქართველოს ბაზარზე სამედიცინო მომსახურების მაღალი მოთხოვნის გამო არაერთი მსგავსი პლატფორმა უკვე შექმნილია როგორებიცაა Redmed, eqimo.ge და ა.შ. საინტერესოა რა განსხვავებულ და გამარტივებულ სერვისს სთავაზობს biletebi.ge-ს ახალი წამოწყება მომხმარებელს და როგორ გაუწევს კონკურენციას უკვე არსებულ ონლაინ პლატფორმებს? როგორც გიორგი ჩხიკვიშვილი ამბობს, კონკურენტების პლატფორმები განცხადებების დაფასავითაა, ხოლო ახალი პლატფორმა იძლევა იმის გარანტიას, რომ Eqimtan.ge-ზე შეძენილ კონკრეტულ ადგილს პაციენტი არ დაკარგავს და მისი დრო და ადგილი დაკავებული არ იქნება.

 

„არ ვიცით რა როგორ წარიმართება, მაგრამ ჩვენ დავიწყებთ ამ სერვისს. წესით, Eqimtan.ge-მ ბილეთების გაჩერებით მიღებული ზარალის კომპენსირება რაღაც დოზით უნდა მოახდინოს.  მაგრამ ბუნებრივია, ის ბრუნვა და ის მასშტაბი, რაც ბილეთების გაყიდვიდან გვქონდა, დასაწყისშივე არ იქნება.


რაც შეეხება კონკურენციას, საკმაოდ მარტივი პასუხი მაქვს - ჩვენი სისტემა მუშაობს კომპანიის შიგნითაც.  ანუ, რეალურად ჩვენს სისტემაზე მუშაობს ტატიშვილის ისნის ფილიალი. ანუ როცა პლატფორმაზე შეიძენ კონკრეტულ ადგილს, გაქვს გარანტია, რომ ის ადგილი ან დრო დაკავებული არ იქნება როცა ადგილზე მიხვალ. როგორც კი შეკვეთას განათავსებ, სისტემაში შეკვეთა განთავსებულია და უკვე იმ დროს აღარავინ  ჩაწერს.


ჩვენს სხვა კონკურენტებს საიტებზე უდევთ ეს განრიგი, რომელიც შიდა სისტემასთან სინქრონიზირებული არ არის, ანუ ისინი მხოლოდ და მხოლოდ რაღაც განცხადებების დაფასავით არის.



ჩვენ დიდი  დრო დავკარგეთ კლინიკების შიგნით მუშაობაში, ამიტომაც ეს არ არის მხოლოდ  განცხადებების დაფა ონლაინში, ეს არის  შიდა სისტემაზე მიბმული ინტეგრირებული სისტმა.“ - ამბობს გიორგი ჩხიკვიშვილი.


რაც შეეხება biletebi.ge-ს თავდაპირველ ფუნქციას, ჩხიკვიშვილი აღნიშნავს, რომ აქტივობა 0 ამდეა დასული მიუხედავად იმისა, რომ ახლა საიტზე ერთადერთი პროდუქტი საქართველოს რკინიგზის ბილეთებია.

 

„Biletebi.ge-ს ზარალი უზრმაზარი იყო, ფაქტობრვად  შემოსავლები  0- ზე დავიდა. თავითან 10-ჯერ იყო შემცირებული და ახლა საერთოდ არაფერი.  ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაზაფხულამდე არაფერი არ იქნება. ახლა რკინიგზა მუშაობს, მაგრამ ეგეც შემცირებულია.  საერთოდ რკინიგზის პიკი ზაფხულის თვეებია და ზამთარში ყოველთვის ნაკლებია.


აუზებისა და gym -ების სფეროშიც შესული ვართ, მაგრამ ეგეც სულს ღაფავს,“ - განმარტავს ბიზნესმენი.

 

Eqimtan.ge კიდევ ერთი სამედიცინო პლატფორმაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს მიიღოს კონსულტაცია, ჩაეწეროს ექიმთან ვიზიტზე და მიიღოს ანალიზების პასუხები ონლაინ რეჟიმში.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up