„სასმელი „კომბუჩა“ რამდენიმე მაღაზიასთან და „ოკტოპუს ფიტნეს ცენტრთან“ თანამშრომლობს“ - მცირე საოჯახო საწარმოს გეგმები

„სასმელი „კომბუჩა“ რამდენიმე მაღაზიასთან და „ოკტოპუს ფიტნეს ცენტრთან“ თანამშრომლობს“ - მცირე საოჯახო საწარმოს გეგმები

access_time2021-05-30 12:00:47

კომბუჩა ფერმენტირებული, მსუბუქად შუშხუნა, ტკბილი, შავი ან მწვანე ჩაის სასმელია, რომელსაც ხშირად, როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით, ასევე გამაგრილებელ სასმელადაც მოიხმარენ. სწორედ ჯანსაღი პროდუქტის პოპულარიზაციისთვის ქეთევან კიღურაძემ კომბუჩას წარმოება დაიწყო.


“მე და ჩემი ოჯახი ვეგეტარიანელები ვართ და ჯანსაღი ცხოვრების წესს მივსდევთ, დაახლოებით 4 წლის წინ კომბუჩას ე.წ. დედა გამოვიწერე, პირველი დედა, რომ გამეღვიძებინა დაახლოებით 6 თვე დამჭირდა, თავიდან მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის ვამზადებდი, თუმცა ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და ყველა კმაყოფილი დარჩა. უკვე გაცოცხლებული დედიდან სასმელის დამზადებას დაახლოებით 7 დღე სჭირდება. პირველად ჩაი ყენდება, კეთდება როგორც მწვანე, ასევე კლასიკური შავი ჩაი, ორივე საკმაოდ გემრიელია, არომატის მისაცემად შესაძლებელია ხილის დამატებაც, თუმცა მე მხოლოდ ზაფხულში, სეზონორ ხილს ვიყენებ, ზამთარში არასეზონური ხილით არ ვამზადებ,  რადგან მინდა, რომ სასმელი სრულიად ჯანსაღი იყოს.” -  აღნიშნავს ქეთევან კიღურაძე. 


როგორც ქეთევანი ამბობს, მისი მიზანი მხოლოდ ჯანსაღი სასმელის პოპულარიზაცია და გაზიან სასმელზე უარის თქმა იყო და  დიდი ბიზნეს გეგმები არ ჰქონია. სტრატაპის დასაწყებად კი სულ რამდენიმე ათასიანი ინვესტიცია დასჭირდა, რაც საკუთარი სახსრებით ოჯახთან ერთად განახორციელა.


“კომბუჩას განსაკუთრებული ინვესტიცია არ სჭირდება, თავის შეფუთვიანად სულ რამდენიმე ათასი ლარი იყო საჭირო. შემოსული თანხა ყოფნის მომზადებას, როდესაც პირველი დედა გავაცოცხლეთ, შემდეგ თვითონ გამრავლდა და სხვა დედები გააჩინა. დაახლოებით ისეთია, როგორიც ძმრის დედაა, უბრალოდ ამას სოკოს ფორმა აქვს და ჩაის სითხეში იზრდება, სწორედ ეს სოკო იწვევს დუღილის პროცესს. ზოგს თავიდანვე ძალიან მოსწონს, ზოგს მიჩვევა სჭირდება, მსუბუქი დასალევია, თავისი შუშხუნი ანუ ბუნებრივი გაზიც აქვს.


ჩემი ძირითადი პროფესია პოლიგრაფია და გამომცემლობაა, შესაბამისად დიზაინზეც მე ვიზრუნე, ეტიკეტიც მე თვითონ შევქმენი და პოპულარიზაციის მიზნით სოციალურ ქსელში გვერდიც გავაკეთე. დიდი ბიზნეს გეგმები არ გვაქვს, შეიძლება, რომ მცირე საოჯახო საწარმო დავარქვათ, გაყიდვებიც მეტნაკლებად არის.” - აღნიშნავს ქეთევან კიღურაძე. 


რაც შეეხება დაინტერესებას და პროდუქტის რეალიზაციას, კიღურაძე ამბობს, რომ ძირითადად შეკვეთები ერთი და იმავე ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი ადამიანებისგან აქვთ, გარდა ამისა კომბუჩას უკვეთავენ  იოგა რუმებიდან. კომბუჩა „ოკტოპუს ფიტნეს“ ცეტრის ჯანსაღი კვების სივრცესთანაც თანამშრომლობს.


„მომხარებელს პროდუქტი თვითღირებულების ფასად  შევთავაზეთ. „კომბუჩა“ რამდენიმე  ჯანმრთელ კვებასთან დაკავშირებულ მაღაზიაშიც შევიტანეთ,  გარდა ამისა „ოკტოპუს ფიტნეს“ ცენტრში არსებულ ჯანსაღი კვების სივრციდან იყო დაინტერესება. ჩემი მიზანი ჯანაღი პროდუქტის პოპულარიზაციაა, თუმცა დაინტერესება და  გაყიდვებიც გვაქვს, 1 ლიტრის ღირებულება ათ ლარია და  ამაში მიტანის ფასიც შედის. ჩემი მიზანია, რომ ბავშვებმა და უფროსებმა არაჯანსაღ მავნე  სასმელზე უარი თქვან.”  აღნიშნა ქეთევან კიღურაძემ.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up