„ჩვენი მიზანია, რომ ქვეყნიდან დიდი თანხები არ გადიოდეს“ - ბაზარზე მალე ქართული ტაქსის კომპანია „ვენიო“ გამოჩნდება

„ჩვენი მიზანია, რომ ქვეყნიდან დიდი თანხები არ გადიოდეს“ - ბაზარზე მალე ქართული ტაქსის კომპანია „ვენიო“ გამოჩნდება

access_time2023-04-18 21:30:50

დაახლოებით ერთ თვეში ბაზარზე ქართული ტაქსის კომპანია „ვენიო“ გამოჩნდება, როგორც კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი გიორგი ბასილაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, ქართული  ტაქსის კომპანიის დაფუძნების მთავარი მოტივაცია არის ის, რომ თანხები  ქვეყნიდან არ გავიდეს და ქვეყანაშივე დაიხარჯოს.

 

„ბაზარზე გამოჩენის მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი უცხოური კომპანია ოპერირებს,  სრული მონოპოლია უჭირავს რუსულ კომპანიას,  ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამხელა თანხა ქვეყნიდან არ გადიოდეს, ამიტომ შევქმენით ქართული კომპანია და გვსურს მივცეთ მძღოლებს საშუალება, რომ გამარტივებული პირობებით და დაბალი პროცენტით იმუშაონ.

 

ჩვენ ვთანამშრომლობთ „ვისოლ ჯგუფთან“, რომელიც ძალიან დაგვიდგა მხარში და ჩვენ კომპანიაში ჩართულ ტაქსის მძღოლებს საწვავზე ძალიან კარგ ფასდაკლებებს შესთავაზებს, ასევე ვთანამშრომლობთ „ვიანორთან“ რომელიც ასევე ფასდაკლებით მოემსახურება ჩვენ მძღოლებს და დაგვეხმარა კომპანია „ალფა“ რომელიც მძღოლებს სადაზღვევო პაკეტს შესთავაზებს“ - აღნიშნა გიორგი ბასილაშვილმა.

 

კომპანია „ვენიო“ ამ ეტაპზე მძღოლების მოძიების პროცესშია, როგორც ბასილაშვილი აცხადებს აპლიკაციის  გასაშვებად  კომპანიას გარკვეული რაოდენობის მძღოლები სჭირდება.

 

„ახლა ვართ მძღოლების მოძიების პროცესში, იმისათვის, რომ  შევძლოთ აპლიკაციის გაშვება და მომხმარებელს შეუფერხებლად მოვემსახუროთ მძღოლების გარკვეული რაოდენობაა საჭირო, თუ არ გვეყოლება მძღოლები ეს დიდი დისკომფორტი იქნება მგზავრისთვის და ასევე კომპანიის  იმიჯისთვის. ამ ეტაპზე  ჩვენ  აქტიურ კამპანიას ვაწარმოებთ, ვფიქრობთ რომ ეს  პროცესი მაისის ბოლომდე გაგრძელდება, მაისი ბოლოს  გვეყოლება მძღოლების ის რაოდენობა, რომ შეგვეძლება დავიწყოთ ოპერირება.

 


აპლიკაცია უკვე მზად არის,  გადმოწერა შესაძლებელია, ასევე ვაპირებთ საიმიჯო ვიდეოს მომზადებასაც,  ვცდილობთ რომ მალე მოვიკიდოთ  ფეხი ბაზარზე და ჩავანაცვლოთ გლობალურად დიდი კომპანიები რომლებსაც დღეს საქართველოში მონოპოლია აქვთ.

 

მძღოლს შეუძლია, რომ  საქართველოს  ნებისმიერ  კუთხეში იმუშაოს და ონალაინ  დარეგისტრირდეს, ასევე  გვაქვს ოფისიც თუ რომელიმე მათგანი რამეს ვერ გაიგებს, შეუძლიათ ჩვენთან მოვიდნენ და ჩვენი თანამშრომლები დააკვალიანებენ.“ -  აღნიშნა გიორგი ბასილაშვილმა.

 

რაც შეეხება ინვესტიციას,  გიორგი ბასილაშვილი განმარტავს, რომ პროექტი პირადი ინვესტიციით ხორციელდება და არ  სარგებლობს არანაირი  გრანტით.  

 

„ინვესტიცია  სრულად პირადი  ხარჯებით არის, ეს  სრულიად  ქართული პროექტია და არც ერთი თეთრი არ ურევია უცხოური, არ გვყავს ინვესტორი, რადგან თუ ინვესტორს მოვიძიებთ, მაშინ ქართული კომპანია აღარ გამოვდივართ, ჩვენი მთავარი მოტივი არის ის, რომ არ ჩავრთოთ არანაირი უცხოელი ინვესტორი და ამ თანხების მობილიზება საქართველოში მოვახდინოთ.

 

მძღოლების დაინტერესება საკმაოდ მაღალია, უკვე  შერჩეული გვყავს გარკვეული რაოდენობა. გვინდა, რომ ამ  საქმეში ბევრი  მძღოლი დაგვიდგეს გვერდში, მოვახდინოთ კომპანიის  პოპულარიზაცია და ამხელა თანხები ქვეყნის გარეთ აღარ გავა“ - აღნიშნა გიორგი ბასილაშვილმა.

 

კომპანია ამ ეტაპზე რვა  ადამიანს ასაქმებს, ესენი არიან ოპერატორები და ადმინისტრაციული მენეჯერი, თუმცა ბასილაშვილი ფიქრობს, რომ კომპანია მალე გაიზრდება და ბაზარზე  ფეხს მოიკიდებს.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up