„იორლენდი“ – ადგილი, სადაც ტურისტები თავად მოიწევენ მოსავალს, დაისვენებენ და გაერთობიან

„იორლენდი“ – ადგილი, სადაც ტურისტები თავად მოიწევენ მოსავალს, დაისვენებენ და გაერთობიან

access_time2022-05-12 14:00:52

რადიო “კომერსანტის” გადაცემაში „აგრო სექტორი დიანა ბერიასთან ერთად“ “იორლენდის“ დამფუძნებელმა თამთა კალანდაძემ საკუთარ აგრო–ფერმერულ მეურნეობაზე ისაუბრა. მისი თქმით “იორლენდი“ დღეს განვითარების პროცესშია და ამჟამად სხვადასხვა კულტურების მოყვანა მიმდინარეობს. “იორლენდში” იქნება როგორც მერძეული მიმართულება, ასევე მეფრინველეობა და სხვადასხვა ხეხილოვანი კულტურები. 


როგორც თამთა კალანდაძემ აღნიშნა, სამომავლოდ “იორლენდი“ იქნება ადგილი, რომელიც ძირითადად გათვლილი იქნება ტურისტულ სექტორზე და ადამიანი “იორლენდში“ სტუმრობისას მიიღებს გამოცდილებას, ბაღში თვითონ დაკრეფს  ხილ–ბოსტნეულს და სოფლის მეურნეობასთან უშუალო შეხება ექნება.


“ჩვენი ძირითადი მიმართულება აგროტურიზმი და ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც კონკრეტულ აუდიტორიას მოემსახურება იმით, რომ მივაწვდით ჯანსაღ პროდუქტებს. 

როდესაც გადავწყვიტეთ ამ საქმის დაწყება, დავიწყეთ მიწის ძიება, მადლობა “აგრო სოლუშენის“ ჯგუფს, რომელიც დაგვეხმარა და გაგვიწია კონსულტაცია, რომ შესაბამისი მიწა მთავარი კომპონენტებით შეგვეძინა. 

მიწა თავიდანვე  შემდეგი კომპონენტების  გათვალისწინებით  შეირჩა,  ახლოს  გვინდოდა  მდინარე  და  ტყე, ასევე  გვინდოდა  რომ ნაკლებად  პრეტენზიული  სახის  ნიადაგი  შეგვხვედროდა, რომ მის მოვლაზე ნაკლები ხარჯი გაგვეწია“, -  აღნიშნა თამთა კალანდაძემ.




თამთა კალანდაძემ აღნიშნა, რომ “იორლენდის“ დაფუძნებისას პირველი პრობლემა, რაც შეექმნათ, დარგის სპეციალისტების მოძიება და მათი გამოცდილების გაზიარება იყო.


„ჩვენ არაერთი კულტურა და სოფლის მეურნეობის რამდენიმე  დარგი გვაქვს, ადგილი ძალიან კომპლექსურია და შესაბამისად სხვადასხვა  სპეციალისტის  ჩართვა  გახდა საჭირო, შესაბამისად საკმაოდ  რთულია მოიძიო კადრი, ჩვენ აგრობიზნესში სპეციალისტებით განებივრებული არ ვართ, დღეს  ეს პრობლემა  დგას. ასევე ძალიან პრობლემურია მუშა ხელიც.

ეს ორი კომპონენტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ცოდნის გარეშე გამორიცხულია დასახული მიზნების მიღწევა. თუმცა მოვახერხეთ და დღეს ამ პროცესში ბევრი კადრია ჩართული. ახლა ჩვენ აქცენტი კადრების წახალისებაზე გვაქვს, ის  სტუდენტები, რომლებიც დღეს აგრობიზნესის მიმართულებით ეუფლებიან განათლებას, გვსურს რომ სტაჟირების პროგრამით შევუწყოთ ხელი. 

ჩვენ  არ გვინდა, რომ მათ მხოლოდ  პრაქტიკა  შევთავაზოთ,  დამფუძნებლებს  შორის მიდის  საუბარი იმაზე, რომ წარმატებულ სტუდენტებს სტიპენდია დავუნიშნოთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოტივირებული კადრების მოძიება. საბოლოოდ ჩვენი მიზანია, შევქმნათ ადგილი, სადაც  ჩვენი სტუმრები შეძლებენ აგრო და ფერმერული მიმართულებით სრული გამოცდილების მიღებას“, -  აღნიშნა თამთა კალანდაძემ.




თამთა კალანდაძის თქმით, “იორლენდის“  ძირითადი მიზანი ჯანსაღი პროდუქტების მიღებაა და სასუქებს გამოყენებას ძალიან ერიდებიან.  გარდა  ამისა, “იორლენდს“  ექნება ონლაინ პლატფორმა, რომლის  მეშვეობითაც მომხმარებელი პროდუქტის შეძენას შეძლებს.



„სადღაც ერთი წლის ფარგლებში  ჩვენ  შევძლებთ  პლატფორმის ამუშავებას და მომხმარებელი შეძლებს ამ  პლატფორმაზე  შევიდეს და  გამოიწეროს  პროდუქტები, ასევე  შეუძლია ადგილზე ჩამოვიდეს,  თან დაისვენოს და  თვითონ  წაიღოს მისი შეძენილი პროდუქტი, ან  ჩვენ თვითონ  მივაწვდით ახლად  დაკრეფილ და  სრულიად  ცოცხალ  პროდუქტებს. 

კონკრეტული ნიშური პროდუქტი არ გვაქვს, თუმცა განსაკუთრებულად ხეხილის მიმართულებით ვაპირებთ  გარკვეული ექსპერიმენტების  ჩატარებას, გამომდინარე  იქიდან, რომ ამ ბიზნესის  ბედიც  და მომავალიც  განვითარების  სისწრაფეზეა დამოკიდებული. დავიწყეთ ბაღების განაშენიანება და  ჯიშების კუთხით გვაქვს  კონკრეტული მიმართულებები,   რომლის  დატესტვა  უკევ  სათბურებში  გვინდა, იმიტომ რომ ღია  გრუნტის  პირობებში გაუჭირდება”, -  აღნიშნა თამთა კალანდაძემ.



„იორლენდს“ ფერმა აქვს  აშენებული, რომელიც დასაქმებულ ადამიანებს საცხოვრებლითაც  უზრუნველყოფს, მაგალითად “იორლენდის“ მთავარი მენეჯერი მისი ოჯახით “იორლენდში“ ცხოვრობს.




თამთა  კალანდაძემ აღნიშნა, რომ ნერგების დარგვის დროს ადგილობრივ სანერგეებს მიმართა, ამას გარდა რამდენიმე სახელმწიფო გრანტითაც ისარგებლა. Მისივე თქმით  საჭიროება იმისა, რომ უცხოურ სანერგეებზე გასულიყვნენ, არ იყო. აღსანიშნავია, რომ “იორლენდში“ დარგული ნერგების 98%-მა გაიხარა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.



“იორლენდს“ წვეთოვანი სარწყავი სისტემა აქვს, რისთვისაც, როგორც თამთა კალანდაძემ აღნიშნა, ნებართვის აღება დასჭირდა.



„მოგვიწია  ნებართვის  აღება,  ყველა  წესს და  კანონს ვიცავთ,  შესაბამისად აქაც  “აგროსოლუშენის“  დახმარებით ავიღეთ ნებართვა, წყლის  რესურსი  ძალიან ახლოს  არ  იყო, წყლის მთავარი მილებიდან გამოყვანა ხარჯიანი იქნებოდა, ამიტომ  ჩვენ  ნაკვეთთან ჩამოედინება  მდინარე  იორი,  შესაბამისად  გავაკეთეთ  განაცხადი  წყალაღებაზე, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტების შევსება იყო საჭირო.

ჩვენ ქვეყანას  აქვს  რესურსები, რომელსაც  უნდა  გავუფრთხილდეთ,  ამიტომ ჩვენ  შეგვიძლია  ვისარგებლოთ კონკრეტული რესურსებით. ჩვენი საჭიროება  არ იყო რამე  ძალიან განსაკუთრებული, ჩვენ გავაკეთეთ  ხელოვნური ავზი, ვაგროვებთ წყალს, რომელიც მიეწოდება  ბაღს”, -  აღნიშნა თამთა კალანდაძემ.


„იორლენდი“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან ზუსტად 100 კილომეტრზე მდებარეობს და მისი ფართობი 25 ჰა–ს მოიცავს.


თაკო კვაჭანტირაძე




თეგები:
იორლენდი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up