„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ნარჩენების მდგრად მართვას და ამით კლიმატის ცვლილების შერბილებას“

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ნარჩენების მდგრად მართვას და ამით კლიმატის ცვლილების შერბილებას“

access_time2022-11-01 13:00:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასებისადმი მიძღვნილი ეროვნული შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერისთვის და ყურადღება პროექტის ფარგლებში მომზადებული საქართველოს ცირკულარობის შეფასების ანგარიშის მნიშვნელობაზე გაამახვილა.


„ცირკულარობის შეფასების ანგარიში, ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ერთგვარ სახელმძღვანელო დოკუმენტს წარმოადგენს. ცირკულარული ეკონომიკა ნარჩენების მართვის მაღალი სტანდარტია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ნარჩენების მდგრად მართვას და ამით კლიმატის ცვლილების შერბილებას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


შვედეთის ელჩის მოადგილემ საქართველოში ერიკ ილესმა მნიშვნელოვანი უწოდა ცირკულარობის შეფასების ანგარიშის დოკუმენტს და საქართველოში ნარჩენების მართვის მდგრადი განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.


„საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას დიდი პოტენციალი გააჩნია. ორწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი დოკუმენტი შეიქმნა. აღნიშნული ანგარიშის შემუშავებით ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად“,- განაცხადა ერიკ ილესმა.



აღსანიშნავია, რომ საქართველოს ცირკულარობის შეფასების ანგარიშზე, ორი წლის განმავლობაში, ეკონომიკის სხვადასხვა დარგის 13 მაღალკვალიფიციური ექსპერტი მუშაობდა. შეფასების ანგარიშში თოთხმეტი დარგი შეფასდა, რაც მასალათა ნაკადების, დანაკარგების, ნარჩენების და გადამუშავებული ნარჩენების წილის აღწერას ასევე, ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობის შეფასებას მოიცავს.


ცირკულარობის შეფასების ანგარიშის შემუშავების პროცესში საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, შესაბამისი სამინისტროებისა და სამთავრობო უწყებებში მომუშავე ექსპერტები მონაწილეობდნენ.


ეროვნული შეხვედრა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.


შეხვედრას საქართველოს პარლამენტის, შესაბამისი სამინისტროების, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up