მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით საქართველოში 2022 წელი საკმაოდ წარმატებული ინება და ჩვენი მოლოდინია, რომ ზრდა 10%-ზე მეტი იქნება, — ამის შესახებ განცხადება „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ „ფორმულას“ ეთერში გააკეთა.
მიმდინარე ეკონომიკური ზრდის მიღწევად, ვახტანგ ბუცხრიკიძე ერთ-ერთ კომპონენტად მიგრაციის ნაწილსაც ასახელებს, თუმცა ბანკირი სხვა ფაქტორებზეც საუბრობს.
„ალბათ, აღსანიშნავია ექსპორტი, რომელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. აქ ორი ფაქტორია: ერთი, მოგეხსენებათ, რომ ბევრ საქონელზე საერთაშორისო ფასები გაიზარდა და ბუნებრივად შეიძლება მომხდარიყო. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში არამარტო ფასების ზრდა იყო, არამედ რაოდენობრივი ზრდითაც. საქართველოს ეკონომიკაში ექსპორტის ზრდა საკმაოდ კარგ მაჩვენებლებს აჩვენებს. მეორე, იგივე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც წელს ხორციელდება ქვეყანაში ესეც ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს. და ასევე ტურიზმში შემოდინებების კუთხით შეიძლება ორნაწილად გავყოთ: ტურიზმი რომელიც ობიექტურად გაიზარდა და მეორე ის ნაწილი, რომელიც ამ სამი ქვეყნიდან შემოდინებების შედეგად აისახა. ცალცალკე გავლენა ორივეს აქვს, მაგრამ ისრაელს, არაბულ ქვეყნების და რამდენიმე ქვეყნების ჯგუფს თუ ავიღებთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს არამხოლოდ შარშანდელთან შედარებით, არამედ 2019 წელთან შედარებითაც“, - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.