,,როგორც არ უნდა დავიცვათ რეგულაციები და წესები, ბუნებრივია, მომხმარებელი ფრთხილობს და ეს პირდაპირ აისახება მომართვიანობაზე და დატვირთულობაზე“,-ამის შესახებ ფიტნეს ცენტრ „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დამფუძნებელი გიორგი ასათიანი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს.
მისი თქმით, მძიმე ეპიდ-სიტუაციის ფონზე, მომხმარებლის მიმართვიანობა 40%-ით არის შემცირებული.
,,ბუნებრივია, პანდემიური მდგომარეობა აისახა ჩვენს სექტორზე და ძალიან მძიმე მდგომარეობა არის. როგორც არ უნდა დავიცვათ რეგულაციები, რეკომენდაციები და წესები, ბუნებრივია, მომხმარებელი ფრთხილობს და ეს პირდაპირ აისახება მომართვიანობაზე და დატვირთულობაზე, რომელიც 40%-ით არის შემცირებული. ხარჯვითი ნაწილი კი გაზრდილია, რადგან გაგვეზარდა საოპერაციო ხარჯები რეგულაციების დაცვის გამო. ეს იქნება სანიტარიზაციის ნომრების დაცვა, კომუნალურები თუ ა.შ.
ჩვენი პერსონალის 85% უკვე აცრილია. აქამდე თანამშრომლები ყოველკვირეულად ვიტესტებოდით, ახლა კი აქტიურად ვართ ჩართული იმუნიზაციის პროცესში. ვინც აუცრელია, 2 კვირის ვადაში სრული სტაფი იქნება აცრილი. ეს ხშირად არის მომხმარებლის მოთხოვნაც და გვეკითხებიან, არის თუ არა პერსონალი აცრილი. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ სურვილი გვაქვს, ჩვენთან მოსული მომხმარებელიც იყოს აცრილი“, - განაცხადა გიორგი ასათიანმა.
Bpn.ge