ჩვენი სამიზნე სექტორი არის ნებისმერი პირი, ვისაც აქვს ინოვაციური იდეა - „სტარტაპ ბიუროს“ პროექტების მენეჯერი

ჩვენი სამიზნე სექტორი არის ნებისმერი პირი, ვისაც აქვს ინოვაციური იდეა - „სტარტაპ ბიუროს“ პროექტების მენეჯერი

access_time2022-12-21 20:01:37

ჩვენი სამიზნე სექტორი არის ნებისმერი პირი, ვისაც აქვს ინოვაციური იდეა, იქნება ეს აგროტირიზმის  თუ აგროტექნოლოგიების მიმართულებით, - ამის შესახებ გადაცემა „აგროსექტორში“ Future Agro Challenge-ს ორგანიზატორი „სტარტაპ ბიუროს“ პროექტების მენეჯერმა ნია რესულიძემ განაცხადა. მისი თქმით, ვისაც სოფლის მეურნეობის სფეროში აქვს ინოვაციური იდეა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია. 


„Future Agro Challenge ყველაზე მასშტაბური გლობალური ინიციატივაა, რომლის მიზანიც სტარტაპების აღმოჩენა და მხარდაჭერაა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, საკვები და აგროტურიზმი.


პარასკევს გვეყოლება 12 მონაწილე, რომლიდანაც შეირჩევა გამარჯვებულები. ძირითადად არის აპლიკაციები უფრო ტექნოლოგიური მიმართულებით, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე გვაქვს ჰარკტექ სტარტაპები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ “, - აცხადებს ნია რესულიძე.



წელს, Future Agro Challenge Georgia-ს ფარგლებში, სტარტაპ ბიურომ, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდჭერით, სამი ბუტკემპი (ინტენსიური ბანაკი) და აქსელერაციის ორთვიანი პროგრამა განახორციელა.


23 დეკემბერს, პარასკევს, 17:00 საათზე, ფაბრიკის Jungle Room-ში პროგრამის დემო დღე გაიმართება.


ღონისძიება ორგანიზებულია სტარტაპ ბიუროს მიერ, Agro Solutions-თან პარტნიორობითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), თბილისის მერიისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით.



თეგები:
Future Agro Challenge



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up