„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ფეხით, ველოსიპედით და სხვა ალტერნატიული ტრანსპორტით მოსიარულე ადამიანზეა ორიენტირებული“- ვიქტორ წილოსანი

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ფეხით, ველოსიპედით და სხვა ალტერნატიული ტრანსპორტით მოსიარულე ადამიანზეა ორიენტირებული“- ვიქტორ წილოსანი

access_time2022-11-01 19:00:19

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ფეხით, ველოსიპედით და სხვა ალტერნატიული ტრანსპორტით მოსიარულე ადამიანზეა ორიენტირებული“, - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა ისაუბრა. მისი თქმით, დღეს არსებული მდგომარეობა და საცობები დღემდე არსებული პოლიტიკის შედეგია, რომელიც ავტომობილზე იყო ორიენტირებული და ქალაქის განვითარებაც სწორედ ამ მიმართულებით ხდებოდა.


 „სატრანსპორტო პოლიტიკა არის  პირველ რიგში ადამიანზე, როგორც ფეხით მოსიარულეზე ორიენტირებული, შემდეგ ველოსიპედით ან ალტერნატიული ტრანსპორტით მოსარგებლე, შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტზე, შემდეგ ტვირთის გადაზიდვაზე და ბოლოს კერძო ავტომობილით გადაადგილებაზე.


შესაბამისად 1000 ერთეული მიკროავტობუსი, 860 ერთეული ავტობუსი შემოვიყვანეთ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსიც შემოვა. მიმდინარეობს ავტობუსისთვის გამოყოფილი ზოლების შექმნა და აქედან გამომდინარე  ჩვენ გვაქვს 13 კვანძი, რომელთა მოწესრიგება 2023 წლის  ბოლომდეა დაგეგმილი. მანამდე იცით, რომ საზოგადოებრივი  ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ბევრი ზოლი შეიქმნა და 2023 წლის ბოლოსთვის პროცესი სრულად დასრულდება“,  - აღნიშნა ვიქტორ წილოსანმა.


წილოსანის  თქმით, სატრანსპორტო რეფორმის მიზანი არ არის, რომ ადამიანები კერძო ავტომობილებიდან რომელიმე ტრანსპორტზე გადასვას. მათი მიზანია უსაფრთხო გადაადგილების და საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა, იმისათვის, რომ საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეს მიეცეს გადაადგილების თანაბარი შესაძლებლობა და ურბანული სივრცე გადანაწილდეს თანაბრად, რის შემდეგაც ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს როგორ გადაადგილდეს, იქნება ეს ფეხით, ველოსიპედი თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

 

წილოსანის თქმით, რა თქმა უნდა დაგვიანებული ავტობუსები არის პრობლემა და ეს ხდება იმიტომ, რომ  დედაქალაქში დღეის  მდგომარეობით 20 პრობლემური კვანძია, თუმცა აქედან  7  მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის, ხოლო დარჩენილ 13 პრობლემურ კვანძე ხდება ავტობუსების შეფერხდება.

 



„როდესაც ჭავჭავაძის გამზირზე პროექტთან დაკავშირებით ძალიან დიდი ვნებათაღელვა იყო, ზუსტად ამ დერეფნიდან გამომდინარე მგზავრთნაკადი 70%-ით გაიზარდა. როდესაც ავტობუსს გადაადგილებისთვის 25  წუთი სჭირდებოდა, დღეს ამ მანძილის დაფარვას 8  წუთი ჰყოფნის, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაადგილების დრო სამჯერ შემცირდა.

 


მნიშვნელოვანი პროცესია და როდესაც ეს პრობლემური 13 კვანძი მოწესრიგდება ავტობუსებს და მიკრო ავტობუსებს დაგვიანებები  აღარ  ექნებათ და შესაბამისად ავტობუსები სწრაფად იმოძრავებენ იმ ინფრასტრუქტურით რაც დღეის მდგომარეობით გაგვაჩნია, თუმცა ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და რეფორმა მიმდინარე პროცესშია და როდესაც 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსები შემოვა მგზავრთა გადაადგილებას 80%-ით გაზრდის. რაც შეეხება მოცდის დროს, დღეის მდგომარეობით მოცდის + მაქსიმალური დრო 5-7 წუთია, თუმცა ამ 13 კვანძზე ხდება  შეფერხება“, - აღნიშნა ვიქტორ წილოსანმა.



რაც შეეხება საცობებს, წილოსანი ამბობს, რომ რეფორმის მიზანია, რომ ადამიანებმა  ავტომობილებით სარგებლობა შეამცირონ, რადგან დღეს საქართველოში საზოგადოებრივი  ტრანსპორტი დასახლებული პუნქტების 92% ფარავს, თუმცა ადამიანები 700 მეტრიან მანძილსაც კი საკუთარი ავტომობილებით ფარავენ.

 

„ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებში,  მაგალითად ევროპის  ქვეყნებში მოსახლეობის 70%  ჰყავს  ავტომობილი, მაგრამ მისი  გამოყენების  კოეფიციენტი არის  დაბალი,  ჩვენთან ავტომობილი მოქალაქეების  ჰყავს მაგრამ  გამოიყენებს 35%,  ჩვენ  უნდა შევამციროთ  ავტომობილის გამოყენება და მივმართოთ  ალტერნატიულ შესაძლებლობას.

 

დაახლოებით 100 000 ავტომობილი, ყოველდღიურად  1,5 კმ-ს ფარავს და 750 მეტრზე ნაკლები მანძილის დასაფარად  ადამიანები  ავტომობილს იყენებენ“, - აღნიშნა ვიქტორ წილოსანმა.

 

თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up