ჩვენი საზოგადოება და ეკონომიკა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით 3-4-ჯერ ნაკლებადაა დაცული - დევი ხეჩინაშვილი დაზღვევის ბაზარზე

ჩვენი საზოგადოება და ეკონომიკა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით 3-4-ჯერ ნაკლებადაა დაცული - დევი ხეჩინაშვილი დაზღვევის ბაზარზე

access_time2023-04-13 22:00:36

„სადაზღვევო ბაზრის ზრდა 18% -ია, რაც ბაზარს შეუძლია აკეთებს“ - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ ეთერში სადაზღვევო ასოციაციის  ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორში მოცვა 7-8%-ით არის გაზრდილი, ასევე გაზრდილია ავტომობილების დაზღვევაც.

 

„ჩვენი საზოგადოება და ეკონომიკა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებთან შედარებით 3-4-ჯერ ნაკლებად არის დაცული. ჩვენ 1.7 მილიონამდე მანქანა გვყავს რეგისტრირებული და აქედან მხოლოდ 140 000-ია დაზღვეული, ანალოგიური მდგომარეობაა ქონების დაზღვევის მიმართულებითაც. ჩვენ ქვეყანაში მოსახლეობის დიდ ნაწილს თავისი სახლ-კარი  დაზღვეული არ აქვს,  არადა  ძალიან სახიფათო ზონაში ვცხოვრობთ.

 

თურქეთ-სირიაში მომხდარმა მიწისძვრამ ყაზახეთში ქონების დაზღვევის მიმართ ინტერესის ზრდა გამოიწვია, საქართველოში არა.  სირთულეები არსებობს, თუმცა  ვიზრდებით, მაგრამ ნელი ტემპით და არა ისე, რომ ეკონომიკა და ხალხი დაცული იყოს.  ამისთვის  ველოდებით სხვადასხვა  ღონისძიებებს, რაც მთელმა მსოფლიომ  50-70 წლის  წინ  გაიარა. სადაზღვევო კულტურა საქართველოში ძალიან დაბალია.“ - აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.

 

ხეჩინაშვილმა მძღოლის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ წლიურად საქართველოში 200 000 საავტომობილო შემთხვევა ხდება და სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში ეს ადამიანები  ფინანსური ზარალისგან დაზღვეულები იქნებიან.

 

რაც შეეხება თავად სადაზღვევო ბაზარს, დევი ხეჩინაშვილი  აღნიშნავს, რომ 18 კომპანიიდან ბაზრის ძირითადი წილი 6-7 კომპანიაზეა გადანაწილებული, თუმცა ბაზარზე კონკურენციაა.


 

ხეჩინაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში დაზღვევის მოცვა გაიზრდება ბაზარზე უცხოური  კომპანიებიც შემოვლენ. მისი განმარტებით, უცხოური კომპანიების შემოსვლის ძირითადი მეთოდი არსებული კომპანიების  შეძენაა და არა ახლის გახსნა.

 

„მე მოველი იმას, რომ ბაზარზე უცხოელები შემოვლენ, მათი შემოსვლის ძირითადი მეთოდი ადგილობრივი კომპანიების შეძენაა, ეს არის სერიოზული ინსტიტუციური  ინვესტორების სტილი. ცვლილებებს ველოდებით, მაგრამ ეს ცვლილებები მომხმარებლისთვის დადებითი იქნება და მათ კიდევ უფრო მეტ და კარგ პროდუქტს შესთავაზებს.

 

ჩვენი ბაზრის სისუსტე არის ის, რომ საცალო გაყიდვები ძალიან მცირეა, რომ შეხედო ჯანმრთელობის დაზღვევას ნახავ, რომ საცალო დაზღვევაში სულ 45 000 ადამიანია  ჩართული, ბაზარზე  ძირითადად  კორპორაციული დაზღვევა ჭარბობს.

 

წლების განმავლობაში ჩვენ ბაზარს მსხვილი მოთამაშეები აკვირდებიან და როდესაც იგივე პროცესს გავივლით, რაც გაიარა აღმოსავლეთ ევროპამ, ეს მსხვილი მოთამაშეები ჩვენ ბაზარზეც შემოვლენ და ბევრ სიკეთეს მოიტანენ“ -  აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.

 

 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up