„ჩვენი სექტორისთვის ეს დახმარება არის სიკვდილის პირას მდგომ ადამიანს წყალს რომ მიაწვდი“  - ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაცია მერიის სუბსიდიაზე

„ჩვენი სექტორისთვის ეს დახმარება არის სიკვდილის პირას მდგომ ადამიანს წყალს რომ მიაწვდი“ - ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაცია მერიის სუბსიდიაზე

access_time2021-06-02 23:00:00

„ჩვენი შემოსავლები ფუნქციონირების აღდგენის შემდეგ 20%-ზე არის დასული. ამიტომ ეს დახმარება სექტორის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი იყო“, - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მთიულიშვილმა განაცხადა. საუბარია თბილისის მერიის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ბავშვთა გასართობი ცენტრები 5 000-5 000 ლარის დახმარებას მიიღებენ.


გიორგი მთიულიშვილის თქმით, 1-წლიანი დახურვის შემდეგ, გასართობი ცენტრების 30% ბაზარს ვეღარ დაუბრუნდა.


,,პანდემიამდე დედაქალაქში დაახლოებით 100 ობიექტი იყო, დღეს კი მათი რაოდენობა 70-ია. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მერია იყო ერთადერთი ორგანო, რომელმაც ჩვენი თხოვნის და აქციის გარეშე გადაწყვიტა დახმარება. რამდენიმე კვირის წინ, ისინი დაგვიკავშირდნენ და გვთხოვეს მონაცემების გადაგზავნა, რათა ჩავესვით რომელიმე პროგრამაში, რაც მაშინვე ძალიან გაგვიკვირდა.



ჩვენი სექტორისთვის ეს დახმარება არის, სიკვდილის პირას მდგომ ადამიანს წყალს რომ მიაწვდი. ამით ჩვენ მეტ-ნაკლებად რაღაც ვალდებულებებს დავფარავთ. ჩვენი შემოსავლები ფუნქციონირების აღდგენის შემდეგ, 20%-ზეა დასული. ამიტომ, უმნიშვნელოვანესი იყო ეს სექტორის გადარჩენისთვის.


ჩვენს შემთხვევაში ეს იყო მერის ინიციატივა, რაც მისასალმებელია და აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ რეგიონებში დარჩა მთელი საქართველოს მასშტაბით 30-მდე ცენტრი. ადგილობრივი თვითმმართველობები და მუნიციპალიტეტები მათ შემთხვევაშიც თუ გულისხმიერებას გამოიჩენენ, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა მთიულიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.


ცნობისთვის, პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად დედაქალაქის მერია ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებსაც დაეხმარება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 70-მდე ობიექტს დაეხმარება, რისთვისაც 350 ათასი ლარი დაიხარჯება. თითოეული ცენტრი კი დახმარების სახით 5 000-5 000 ლარს მიიღებს.


BPN.GE



თეგები:
სუბსიდია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up