მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელი 2020-ს ბევრად სჯობდა, პანდემიამდელ პერიოდს რითეილ სექტორი მაინც ვერ დაუბრუნდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა.
კახა ხაზარაძის თქმით, სხვა პრობლემებთან ერთად სექტორისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა, აზიიდან გადაზიდვების ფასის ზრდაცაა.
„მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი დასტაბილურდა, მაინც პრობლემაა, რადგან 20%-ით ეროვნული ვალუტა კვლავ დევალვირებულია. მოგეხსენებათ, ჩვენი იმპორტი დოლარზეა მიბმული.
გასულ წელს ცხადია, ჯობდა მიმდინარე, მაგრამ 2019-თან შედარებით ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით. წინასაახალწლოდაც განსაკუთრებული აჟიოტაჟი და გაყიდვების ზრდა არ მომხდარა. რითეილის სხვადასხვა სექტორში სხვადასხვა პრობლემებია, თუმცა ძირითადი პრობლემა ჩვენთვის არის ლოჯისტიკური. აზიის ქვეყნებიდან ძალიან გაძვირდა ტრანსპორტირება, რაც პირდაპირ აისახა თვითღირებულებაში. ფასის ცვლილებას კი მოსახლეობა მძიმედ აღიქვამს, რადგან მსყიდველუნარიანობა დაბალია. ჩვენი სექტორისთვის, ისეთი ახალი წელი ნამდვილად არ არის, როგორც პანდემიამდე“ - განაცხადა კახა ხაზარაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
bpn.ge