Georgian Bus-ი სოციალურ ქსელში პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას ეხმაურება.
„კომერსანტი“ კომპანიის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„Georgian Bus-ი უკვე 8 წელზე მეტია ყოველდღიურად ახორციელებს მგზავრების ტრანსპორტირებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისკენ და პირიქით.
უკვე 8 წელზე მეტია, ვემსახურებით მგზავრებს, რომლებიც ევროპაში და ევროკავშირში მიემგზავრებიან და იზიარებენ მათ ღირებულებებს.
ჩვენი თვითმიზანი ევროკავშირია და ვგმობთ ყველა ქმედებას, რაც ამ გზას გვაშორებს“, — წერია პოსტში.