„ჩვენს დედაქალაქში ურბანული განვითარების ტემპი და ბოლო პერიოდის მიღწევები ნამდვილად აღნიშვნის ღირსია“

„ჩვენს დედაქალაქში ურბანული განვითარების ტემპი და ბოლო პერიოდის მიღწევები ნამდვილად აღნიშვნის ღირსია“

access_time2022-11-01 14:00:00

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-12 ფორუმს დაესწრო. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


ღონისძიება სახელწოდებით - „მდგრადი ეკონომიკური აღდგენა“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება და ის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.


დედაქალაქის მერმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ღონისძიება შესაძლებლობას იძლევა, ურბანული განვითარების პერსპექტივებზე და თანამედროვე ტენდენციებზე იმსჯელონ.


„წლების განმავლობაში, აღნიშნული ფორუმი ქალაქების მდგრადი განვითარების მიმართულებით, გამოცდილების, თანამედროვე მიდგომების გაზიარებისა და ახალი იდეების გააზრების ეფექტურ პლატფორმად ჩამოყალიბდა. განვაგრძობთ ამ მრავალწლიან ტრადიციას და ვცდილობთ, ფორუმზე წარმოდგენილი თემატიკა პასუხობდეს იმ თანამედროვე გლობალურ ტენდენციებს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქებისა და ქვეყნების განვითარებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია თბილისში ურბანული განვითარების ტემპი და ამ კუთხით ბოლო პერიოდის მიღწევები.



„ჩვენს დედაქალაქში ურბანული განვითარების ტემპი და ბოლო პერიოდის მიღწევები ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. ჩვენი მიზანია, დედაქალაქის ურბანული პოტენციალის ზრდა და ამ მხრივ, მის მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი აქცენტის გაკეთება. ამ პრინციპისადმი ერთგულება დავადასტურეთ, მათ შორის, პანდემიის პერიოდში. არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას ვახორციელებთ მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით, რომლის ეფექტი და სიკეთეები გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო საგრძნობი გახდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


თბილისის მერმა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.


„მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც წლებია გვერდში გვიდგანან და ჩვენთან ერთად მუშაობენ ბევრ მნიშვნელოვან პროექტზე. ისინი ჩართული არიან რეგიონის განვითარების პროცესში. მადლობას ვუხდი და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ადგილობრივ და უცხოელ სპიკერებს, ჩემს კოლეგებს, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელს, აქ მყოფ სტუდენტებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან იმართება, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქი ყოველწლიურად, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მასპინძლობს.


ღონისძიების მიზანი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარებაა, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის. ფორუმის თემატიკა ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდეციებსა და საჭიროებებს მოიცავს, რომელიც ქალაქების სრულ ჩართულობასა და პროაქტიურ ქმედებებს მოითხოვს.


ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილეები ანდრია ბასილაია და კახა გულედანი, ასევე, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია დაესწრნენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up