ჩვენს დერეფანში ახალი ტვირთნაკადების გატარების პერსპექტივები მნიშვნელოვნად იმატებს - საქართველოს რკინიგზა

ჩვენს დერეფანში ახალი ტვირთნაკადების გატარების პერსპექტივები მნიშვნელოვნად იმატებს - საქართველოს რკინიგზა

access_time2022-08-30 14:00:44

აზერბაიჯანმა და საქართველომ ფოთისა და ბათუმის პორტებიდან ბაქოს პორტ ალათში საკონტეინერო ბლოკ-მატარებლის გაშვება, განრიგის კოორდინაცია და ტარიფების გაერთიანება განიხილეს, ამის შესახებ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, საკითხი აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის რაშად ნაბიევის საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან საქართველოში შეხვედრაზე განიხილეს.

 

„მსოფლიოში არსებული მკაცრი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, იზრდება მოთხოვნა და ინტერესი შუა დერეფნის მიმართ. ჩვენი ქვეყნები - აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო, ამ დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ამ დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის განსახილველად. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ამ დერეფნის ეფექტურობა ისეთი საკითხების გადახედვით, როგორიცაა ტარიფების რეგულირება, ბლოკ-მატარებლების გაერთიანება და საზღვრების გასწვრივ რეგულაციებისა და აქტივობების სინქრონიზაცია“, - განაცხადა აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა საქართველოში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, რომლის მთავარი თემაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და კონკურენტუნარიანობის ზრდა იყო.

 

როგორც „კომერსანტს“ „საქართველოს რკინიგზაში“ განუცხადეს, სარკინიგზო გადაზიდვებში საკონტეინერო გადაზიდვები, არის და იქნება პრიორიტეტული მიმართულება.

 

„ბოლო წლებში მიდგომები ტვირთების კონტეინერიზაციის მიმართულებით  მნიშვნელოვნად იცვლება, შესაბამისად  იზრდება გამართული მულტიმოდალური (ერთობლივად სარკინიგზო, საზღვაო, საავტომობილო) გადაზიდვების საჭიროება.

 


„საქართველოს რკინიგზა“  ამ მიმართულებით, აზერბაიჯანის, შუა აზიის ქვეყნების რკინიგზებთან და პორტებთან ერთად რამოდენიმე წელია მუშაობს და საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გვაქვს  გადაზიდული კონტეინერების მოცულობებში“, - განმარტავენ „საქართველოს რკინიგზაში“.

 

სტატისტიკა ასე გამოიყურება. კონტეინერების გადაზიდვები ბაქოს პორტიდან და პირიქით:

 

გადაზიდვის მიმართულება

კონტეინერების რაოდენობა, ტეუ

2021 Y

2021 6M

2022 6M

ზრდა 6M

%

გარდაბნიდან მიღებული

         18,758

           8,822

         12,359

             3,537

40%

გარდაბნიდან გასული

         13,264

           6,150

           6,767

                617

10%

სულ

         32,022

         14,972

         19,126

             4,154

28%

 

 

კომპანიის განმარტებით, დღეისთვის უკვე შეთანხებულია საკონტეინერო ბლოკმატარებლის გრაფიკი  და იგი იმოძრავებს ყოველდღიურად.  ხოლო სატარიფო პირობები გაწერილია ორმხრივი შეთანხმებით „აზერბაიჯანის რკინიგზასთან“ ერთად. 

 

არსებული გეოპოლიტიკური და მაკროეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენს დერეფანში ახალი ტვირთნაკადების გატარების პერსპექტივები მნიშვნელოვნად იმატებს. დერეფნის სრულად დატვირთვის და მეტი ტვირთის გატარების მიზნით კი საჭიროა  სარკინიგზო  გადაზიდვების და მთლიანი ლოგისტიკის ვადების შემცირება. ამ მიზნებისთვის  საკონტეინერო ბლოკმატარებლის ფუნქციონირება, მკაცრად გაწერილი გრაფიკით და პირობებით მეტად მნიშვნელოვანია, როგორც საკონტეინერო ისე სავაგონო გადაზიდვების მატების კუთხით. საბოლოო ჯამში კი ზემოაღნიშნული ჩვენი დერეფნის გამტანუნარიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართულ სამხრივი (საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი) შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების ფონზე სულ უფრო იზრდება აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა და მისი განვითარების საკითხი, ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი მარშრუტი ხდება.

 

 „თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა სატრანზიტო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური მიმართულებით არის უმნიშვნელოვანესი. შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომლებიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაშიც. ჩვენ განვიხილეთ არსებული მიმდინარე, კონკრეტული პრობლემები და გადაჭრის გზებიც დაისახა იმისთვის, რომ ტვირთბრუნვა დაჩქარდეს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტი ტვირთი გადავზიდოთ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ინფრასტრუქტურის გამოყენებით და საბოლოოდ, შევქმნათ არსებული სატრანზიტო-სატრანსპორტო მარშრუტების რეალური ალტერნატივა“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.

 

მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს არსებული მდგომარეობა, შემდგომი განვითარების პერსპექტივები და მიმართულებები და მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლებიც გულისხმობს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთს შორის სარკინიგზო მაგისტრალით გადაზიდვების გაზრდას და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის მშენებლობის დროულ დასრულებას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up