ქართულმა არქიტექტურულმა და დიზაინ კომპანიამ დუბაიში საოფისე სივრცე დააპროექტა - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „სპექტრუმი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით ბიზნეს-ცენტრის საოფისე სივრცის ინტერიერის დიზაინი ითვალისწინებს მრავალ ფაქტორს, რომელიც გავლენას ახდენს დასაქმებულების მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე.
„ჩვენს მიერ დაპროექტებული საოფისე სივრცე დუბაიში ოფიციალურად გაიხსნა! ბიზნეს-ცენტრის საოფისე სივრცის ინტერიერის დიზაინი ითვალისწინებს მრავალ ფაქტორს, რომელიც გავლენას ახდენს დასაქმებულების მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე. სივრცეების გეგმარებისას განსაკუთრებული ყურადღება ფუნქციურ განაწილებასა და ბუნებრივ განათებაზე მაქსიმალურ წვდომას დაეთმო. მასალების, ფორმებისა და ფაქტურების საინტერესო სინთეზით მიიღწევა გამორჩეული იერსახე. „სპექტრუმი“ დაგიპროექტებთ და აგიშენებთ სივრცეს თქვენი წარმატებული ბიზნესისთვის!“- წერია „სპექტრუმის გავრცელებულ ინფორმაციაში.