ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელის, გიორგი სვანიძის განცხადებით, ზეთისხილის წარმოებისა და გადამუშავების სექტორი საქართველოში მუდმივად ვითარდება და საკუთარი ნიშა იკავებს როგორც შიდა, ისე საგარეო ბაზარზე. ამის შესახებ Eastfruit-ი წერს.
„ჯერ მოიტანეს ნერგები, შექმნეს პლანტაციები, მერე, როცა მოსავალი მიიღეს, გადამამუშავებელი ქარხანა ააგეს, დღეს უკვე მიიღეს მსოფლიო საერთაშორისო სერტიფიკატი, რომლითაც ქართული ზეთისხილი ნებისმიერ ქვეყანაში იყიდება. ჩვენი პროდუქტი დღეს საკმაოდ ძვირად გადის ექსპორტზე“, - ამბობს გიორგი სვანიძე.
„დღეს ზეთისხილი მსოფლიოს 47 ქვეყანაში მოჰყავთ, დანარჩენები იმპორტიორები არიან. დღეს ჩვენს ზეთისხილზე დიდი მოთხოვნაა იმპორტიორ ქვეყნებში, სადაც ქართულ პროდუქტს უკვე მაღალი აღიარება აქვს, ძირითადად მისი მაღალი ხარისხის გამო“, - ამბობს გიორგი სვანიძე.