„რუსეთი სავაჭრო ურთიერთობას აგრძელებს, მაგრამ ხვალ რა მოხდება, არავინ ვიცით, ამიტომ ბაზრების დივერსიფიცირებაზე უნდა ვიზრუნოთ“- ვახტანგ ბეჟიტაშვილი

„რუსეთი სავაჭრო ურთიერთობას აგრძელებს, მაგრამ ხვალ რა მოხდება, არავინ ვიცით, ამიტომ ბაზრების დივერსიფიცირებაზე უნდა ვიზრუნოთ“- ვახტანგ ბეჟიტაშვილი

access_time2022-12-01 19:00:00

როგორია მდგომარეობა საექსპორტო ბაზრებზე ხილისა და ბოსტნეულის მიმართულებით  მას შემდეგ, რაც რუსეთისა და უკრაინის ომი  დაიწყო, რა  გამოწვევებია სოფლის მეურნეობის ამ  დარგში და არის თუ არა წვდომა  თანამედროვე ტექნოლოგიებზე    ამ და  სხვა თემებზე, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“  ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ვახტანგ ბეჟიტაშვილმა ისაუბრა. 




მისი თქმით, ექსპორტისთვის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და სტაბილურ გარემოს  უდიდესი მნიშვნელობა აქვს და შესაბამისად ის  შემცირება, რასაც  ექსპორტიორები ელოდნენ, სახეზეა.




„ექსპორტი მაჩვენებლის კლება მხოლოდ ომთან დაკავშირებული არ არის,  ამის მიზეზი მოსავლიანობის კლება და ბაზრების არასტაბილურობაცაა, რაც ძალიან მოქმედებს ექსპორტის მოცულობაზე და დიდ გავლენას ახდეს. 




შესაძლებელია, რომ ექსპორტის შემცირების დაანონსებული 10-15% -იანი შემცირება კიდევ უფრო გაიზარდოს, ექსპორტის  შემცირებას ასევე ხელს უწყობს ტურისტული პოტენციალის ზრდა და ტურისტული ნაკადების შემოდინება, რადგან პროდუქცია, რომელიც ქვეყნიდან უნდა გასულიყო, აქ იყიდება, რაც ცუდი არ არის“,  - აღნიშნა ვახტანგ ბეჟაშვილმა. 





ახლა საქართველოში ციტრუსის სეზონია, ბეჟიტაშვილი აღნიშნავს, რომ ციტრუსის მოსავლიანობა წელს შარშანდელთან შედარებით 20 000 ტონით ნაკლებია და მოსალოდნელი 40 000 ტონაც არ იქნება იმ ხარისხის და კონდიციის, რომ ბაზრებს მიეწოდოს. რაოდენობა დიდია, თუმცა ხარისხი პრობლემურია ვაშლთან დაკავშირებით.




„რაც შეეხება  ვაშლს, ვაშლის რაოდენობა დიდია, თუმცა პრობლემა ხარისხში და შეფუთვაშია, თანამედროვე პირობებში, როდესაც  ბაზრები  ღიაა , სხვადასხვა ქვეყნებიდან კარგად შეფუთული და  ორგანიზებული პროდუქცია შემოდის, ჩვენთან  ჯერჯერობით ეს  სტანდარტები  არ  არის,  ასევე  გვაქვს  სამაცივრე მეურნეობების  დეფიციტი. ეს  ინფრასტრუქტურა  თუ არ  მოწესრიგდა და პროდუქციის  ხარისხმა  არ  მოიმატა, ექსპორტის ზრდაზე ფიქრი  უადგილოა“, - აღნიშნა ვახტანგ  ბეჟიტაშვილმა. 



ბეჟიტაშვილის  თქმით,  ხილ-ბოსტნეულის ძირითადი  საექსპორტო ბაზარი, მაინც რუსეთის ბაზარია, რომელიც სოფლის მეურნეობის  პროდუქციისთვის ამინდს ქმნის. მისივე  თქმით,  პროდუქციის დაახლოებით  80% რუსეთში გადის , პროდუქცია  ასევე  მიდიოდა უკრაინაშიც ,  თუმცა ომმა  გამოიწვია  ის, რომ გაძვირდა ლოგისტიკა,  ბორანი ვერ მოძრაობს, რაც  მალფუჭებადი  პროდუქციის გატანას აფერხებს.



„დღეს ჩვენთან სავაჭრო ურთიერთობას რუსეთი აგრძელებს, მაგრამ ხვალ რა მოხდება, არავინ ვიცით, ამიტომ ბაზრების დივერსიფიცირებაზე უნდა ვიზრუნოთ,  საქართველოს ჯანსაღი პროდუქციის მოყვანის პოტენციალი ნამდვილად აქვს, თუმცა ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა, როგორც  სახელმწიფოს , ასევე  ასოციაციების და  ბიზნესის დონეზე იმისთვის, რომ დარგი განვითარდეს და სოფლის მეურნეობის პროდუქტი სუბსიდირებაზე დამოკიდებული არ იყოს“, - აღნიშნა  ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.   




 თაკო კვაჭანტირაძე 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up