“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავადგინოთ, რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების ნორმებმა” -  ანდრია ბასილაია

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავადგინოთ, რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების ნორმებმა” - ანდრია ბასილაია

access_time2022-10-22 16:52:01

ელეს საკითხი რჩება მთავარ კითხვად, გამოძიება ჯერჯერობით მიმდინარეობს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავადგინოთ, რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების ნორმებმა, რომელიც იდო პროექტში და შემდგომ იყო განხორციელებული სამუშაოების დროს,- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციასა და მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ბასილაია ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ გაკეთდება დასკვნები.

„დაველოდოთ გამოძიებას, უკვე როდესაც დასრულდება გამოძიება, შემდეგ უკვე შეიძლება გავაკეთოთ დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რას უნდა ემუშავა და რამ არ იმუშავა“,- განაცხადა ბასილაიამ.

ის ასევე გამოეხმაურა შპს „ელ ემ სის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მათ მიერ წარდგენილ პროექტში, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გატანილი და პროექტი შეცვლილია და აღნიშნულ განცხადებას სიცრუე უწოდა.

„ეს არის სიცრუე! რა თქმა უნდა, სამუშაოები გაკეთდა ისე, როგორც იყო პროექტში, მეტსაც გეტყვით, თვითონ ავტორს ხელშეკრულებით ევალებოდა საავტორო ზედამხედველობა და ის ვალდებული იყო მონიტორინგი გაეწია პროექტისთვის. პროექტის მსვლელობისას რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა უშუალოდ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, ავტორს და შემსრულებელ კომპანიას შორის და არც ერთხელ არ დაფიქსირებულა რაიმე პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე არ კეთდება პროექტის მიხედვით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.


რაც შეეხება კითხვას, რატომ მიიღო მერიის სამსახურმა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გამოძიებით დადგინდა, რომ ყალბი იყო, ანდრია ბასილაიამ განმარტა, რომ მერიის თანამშრომელს ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა და ამ შემთხვევაში კითხვები თავად ამ დასკვნისკენ უნდა იყოს მიმართული.

„ეს კონკრეტული დასკვნა არის 500 გვერდზე მეტი, მოიცავს არა მხოლოდ ხარჯთაღრიცხვას, არამედ უამრავ ტექნიკურ დოკუმენტაციას, მათ შორის, მაღალი ძაბვის ტესტებს. ასევე მოიცავს სამ მნიშვნელოვან რამეს დასკვნით ნაწილში - ის ამბობს, რომ სამუშაოები განხორციელდა პროექტის მიხედვით, მეორე ის, რომ ხარჯთაღრიცხვა განხორციელდა პროექტის მიხედვით და მესამე, ის, რომ პროექტი განხორციელდა ყველა არსებული სტანდარტისა და ნორმის მიხედვით. არც ერთ ეტაპზე ჩვენს თანამშრომელს არ ჰქონია რაიმე გონივრული ეჭვი, რომ რაიმეში შეეტანა ეჭვი და რაიმე საფუძველი ჰქონოდა, ყველაფერი იყო ცალსახად დადებითი. შესაბამისად, აქ პირდაპირ საექსპერტო დასკვნასთან მიდის კითხვები“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვი, 13 წლის გოგონა, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up