„ჩვენთვის ეს იყო ტოტალური სიკვდილი“ -  Inn Group

„ჩვენთვის ეს იყო ტოტალური სიკვდილი“ - Inn Group

access_time2021-02-11 17:30:47

„ჩვენთვის ეს იყო ტოტალური სიკვდილი, გვეგონა რომ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ჯამში კი არ გაგვიჭირდა, არამედ ტურიზმი მთლიანად მოკვდა და შესაბამისად ახლა უკვე არა ტურიზმის გადარჩენაზე, არამედ იმაზე ვსაუბრობთ, თუ როგორ უნდა აღვადგინოთ და თავიდან როგორ უნდა დავიწყოთ ტურიზმი“, -  ამის შესახებ „კომერსანტს“ ინნ ჯგუფი • Inn Group -ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ უთხრა.

  

კოკაიამ აღნიშნა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეულ დარტყმებს ბევრმა კომპანიამ ვერ გაუძლო და გაკოტრდა, ვინც გადარჩა მათი ძალები მიმართულია იმ ნაბიჯების გადადგმისკენ, რაც ტურიზმის  თავიდან ამუშავებას შეუწყობს ხელს.

 

„კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ეკონომიკის მინისტრს შორის შეხვედრაზე ჩვენი ვარაუდი გამართლდა და მივხვდით, რომ მათ უბრალოდ არ სურთ, რომ ქვეყანაში ბევრი ტურისტი შემოვიდეს, რაც არ არის სწორი მიდგომა. რა პრობლემაა, რომ ქვეყანაში აცრილი ადამიანი შემოვიდეს, რატომ ვექცევით აცრილ ადამიანებს ისე, როგორც აუცრელებს, ეს უბრალოდ არალოგიკურია.


თუკი მათ აქვთ უფლება, რომ მხოლოდ საჰაერო გზით შემოვიდნენ, მაშინ არანაირი ახსნა არ აქვს იმას, თუ რატომ არ შეუძლიათ სახმელეთო გზით შემოსვლა. ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მანქანით გაცილებით უფრო მეტი ტურისტი შემოვა და შეიძლება ამის ეშინიათ, რომ ამან რაიმე აურზაური არ გამოიწვიოს. მაგრამ თუ აცრილები იქნებიან რა უნდა გამოიწვიოს ვერ ვხვდებით და ამაზე პასუხიც არავის აქვს.


უბრალოდ  ეშინიათ ყველა იმ ნაბიჯის გადადგმა, რაც ჩვენთვის საჭიროა, ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ საქართველოში. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის  ფუფუნება, რომ რაღაც ლიმიტი დავაწესოთ და მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ტურისტი შემოვუშვათ. ჩვენ ეხლა გვჭირდება რომ ეკონომიკა რამენაირად ავამოძრავოთ.“ -  აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.

 

კოკაიას განმარტებით, ჰორეკას სექტორში ძირითადად ახალგაზრდები არიან დასაქმებულები, რომლებიც ყველაზე  ნაკლებად  წარმოადგენენ რისკ ჯგუფს,  შესაბამისად ვაქცინაციაც ყველაზე  ბოლოს მათ  მოუწევთ.



„ჰორეკას წარმომადგენლების ძირითადი მოთხოვნა არის, ის რომ კერძო კლინიკებს და საავადმყოფოებს  სახელმწიფომ კომერციული ვაქცინის შემოტანის უფლება მისცეს, რადგან ამირან გამყრელიძის განცხადებით, საჯარო ვაქცინის შემოტანის პროცესი შესაძლოა წელიწადნახევარი გაგრძელდეს, რაც ჰორეკა სექტორისთვის დამანგრეველი იქნება, რადგან  წელიწადნახევრიან უმუშევრობას ბევრი კომპანია უბრალოდ ვერ  გაუძლებს.

 

მსოფლიოში უკვე არის კომერციული ვაქცინები, რომელსაც ათობით და ასობით მილიონი ადამიანი მოიხმარს, მაგალითად თურქეთში უკვე ჩინური ვაქცინით მილიონობით ადამიანი იცრება, რუსული ვაქცინით ათობით მილიონი ადამიანი და რატომღაც საქართველოში ეს კომერციული ვაქცინები არ შემოდის, რადგან საბოლოო ნებართვა არ არის გაცემული. როგორც მე ამიხსნეს ამის მიზეზი არის ის, რომ სანამ ჯანმო არ დაამტკიცებს კომერციულ ვაქციანას ოფიციალურ ვაქცინად, მანამდე არ იქნება. მაგრამ საქმე ის არის, რომ ბიუროკრატიის და პროტოკოლების გამო, ჯანმოს ვაქცინის დასამტკიცებლად, რომელიც რეალურად მუშაობს შესაძლოა წლები დასჭირდეს“,- აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.


კოკაია განმარტავს, რომ ტურისტი სწორეს იმ ქვეყანაში წავა, სადაც ხალხი იქნება აცრილი და არა იმ ქვეყანაში სადაც წითელი ზონაა. კოკაიას ვარაუდით კომერციული ვაქცინაცია საქართველოს მსოფლიოში უსაფრთხო ქვეყნის კუთხითაც გაუწევს პოპულარიზაციას. მან ასევე განმარტა,რომ კომერციული ვაქცინის კუთხით მთავრობას ჰორეკა სექტორმა სამოქმედო  გეგმა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც მთავრობას არა დახმარებას არამედ იმის ნებართვას სთხოვენ, რომ კომერციული ვაქცინა ქვეყანაში თავიანთი ხარჯებით შემოიტანონ და თავიანთ  კომპანიებში დასაქმებული თანამშრომლები თვითონ აცრან, თუმცა სახელმწიფს მხრიდან ამაზე სექტორს  პასუხი ჯერ  არ მიუღია.


„სამწუხაროდ ამაზე პასუხი არ არის,  ძალიან ვთხოვეთ, რომ კერძო სექტორისთვის ამის შესაძლებლობა მოეცათ, რატომ იწელება ასე არ ვიცით, ამის მიზეზი არ არსებობს. როგორც ვიცით ამასთან დაკავშირებით ახსენეს, რომ შეიძლება ზაფხულში მოხერხდეს, მაგრამ რატომ უნდა გადავდოთ ზაფხულში როდესაც შეიძლება პროცესი დღესვე დავიწყოთ. მქონდა რამდენიმე კერძო კლინიკასთან საუბარი, რომლებიც მზად არიან, რომ დღესვე  დაიწყონ ამაზე მუშაობა, ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინა დღესვე  შემოვა, მაგრამ მუშაობას დაიწყებენ მაშინ, როდესაც ამისი უფლება ექნებათ.


ყველას  გვინდა რომ ჩვენ თვითიონ ავიცრათ და ისეთ ხალხზეა საუბარი, რომელსაც საჯარო ვაქცინაციის შემთხვევაში რიგის მიხედვით ყველაზე ბოლოს უწევს ვაქცინა. ეს არის ახალგზარდა  ადამიანები, მუშახელი, რომლებიც რისკ ჯგუფს არ წარმოადგენენ, მაგრამ უცხოელებთან და ტურისტებთან აქტიური ურთიერთობა აქვთ. შეიძლება პირველივე დღეს ყველა კომპანია არ ჩაერთოს, მაგრამ რომ ნახავენ ხალხი იმ რესტორანში მიდის სადაც სტაფი აცრილია, იმ სასტუმროებში დადიან სადაც ხალხი აცრილია და ა.შ. სხვა კომპაციებიც შემოგვიერთდებიან. სხვათაშორის ერთ-ერთ ვარიანტად ვთხოვეთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს განხორციელდება და დაორგანიზდება უბრალოდ მწვანე სერტიფიკატები მოგცვენ, ანუ სადაც ეწერება, რომ ყველა თანამშრომელი აცრილია, ადამიანს როცა  ეცოდინება რომ აქ ყველა აცრილია უფრო თამამად შემოვა.


ტურიზმის  ადმინისტრაციას  აქვს  ხოლმე  გეგმა , რომელ  თვეს  რამდენი ადამიანის  შემოშვებას გეგმავს  სამწუხაროდ პასუხი იყო, რომ  ეს  გათვლა  არ  აქვთ,  რადგან  რთულ  პერიოდში  გვიწევს  მუშაობა და შეუძლებელია  წინასწარ ვიცოდეთ რამდენი შემოვა.“ - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.

 

მან ასევე  ტურიზმის ბიუჯეტზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველოში ტურიზმის  ბიუჯეტი არის ძალიან დაბალი.


„არ მესმის რა  საჭიროა  ფული, თუ  წინასწარ ვცდილობთ,  რომ ისეთი ნაბიჯები  გადავდგათ რათა ტურისტები არ შემოვუშვათ. მაგალითად რა საჭიროა რეკლამა თუ  საზღვრები იქნება ჩაკეტილი და ხალხს არ შემოვუშვებთ. პირიქით ახლა  ჩვენი მიზანი არის ის, რომ გადავდგათ ისეთი  ნაბიჯები, რომ  ქვეყანაში  უსაფრთხო ადამიანები  შემოვუშვათ, ეს იქნებიან  აცრილები და კოვიდგადატანილები. პირველი ნაბიჯისთვის აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ აცრილ ადამიანებს  გავუხსნათ  ყველა  გზა, რომ შემოვიდნენ  საქართველოში  და  შემოიტანონ  ფული“, -  აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up