„ჩვენთვის მთავარი ხარისხია და  სწორედ ამის გამო დიდი რაოდენობით ყურძენს არ ვაწარმოებთ“ -  მეღვინეობა „ქიზიყური ტრადიციული“

„ჩვენთვის მთავარი ხარისხია და სწორედ ამის გამო დიდი რაოდენობით ყურძენს არ ვაწარმოებთ“ - მეღვინეობა „ქიზიყური ტრადიციული“

access_time2022-10-27 13:00:10

„ჩვენთვის მთავარი ხარისხია და  სწორედ ამის გამო ხდება, რომ დიდი რაოდენობით ყურძენს არ ვაწარმოებთ“ - ამის შესახებ , რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ მეღვინეობის „ქიზიყური ტრადიციული“ დამფუძნებელმა მარი ღვედაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ღვინის ხარისხი ყურძნის მოვლიდან იწყება, შესაბამისად თუ  ყურძენი ხარისხიანია, ღვინოც ხარისხიანი იქნება.

 

„მე ვიცი ჩემი შესაძლებლობები, თუ რამდენი ხარისხიანი ღვინის წარმოება შემიძლია. შესაბამისად, მცირე მარანი მაქვს და მცირე რაოდენობით ვაწარმოებ და ამას ტურისტებიც ხედავენ.  თავიდან ფიქრობენ, რომ ქვევრის  ღვინო მძიმე დასალევი უნდა იყოს, მაგრამ როდესაც სინჯავენ ამბობენ, რომ არის ძალიან სასიამოვნო დასალევი და კარგი არომატები აქვს.

 

ჩვენი ძირითადი ვიზიტორები არიან აშშ-დან, იყვნენ იტალიიდან, საფრანგეთიდან. ახლა აშშ-სთან კონტრაქტზე ვმუშაობ და ძალიან მალე დაახლოებით 6 თვეში რეგისტრაცია იქნება დასრულებული, რათა ჩვენი ღვინის რეალიზაცია აშშ-ში მოხდეს“, - აღნიშნა მარი ღვედაშვილმა.

 

ღვედაშვილის  თქმით, მეღვინეობას  „ქიზიყური ტრადიციული“ არაერთ  ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული და არაერთი ჯილდოს  მფლობელია. მისივე თქმით, სწორედ ეს  ჯილდოები  გახდა სტიმული იმისა, რომ უფრო ხარისხიანი ღვინო ეწარმოებინა და პროდუქტი რაც  შეიძლება  მეტი ადამიანისთვის  ყოფილიყო მოსაწონი.

 


„ზოგადად ფესტივალებზე  ხდება ახალი პარტნიორების ძიებაც, სწორედ ერთ-ერთი ასეთია გურჯაანის  ღვინის ფესტივალი, სადაც გერმანელი მეღვინეები გავიცანი. მათ დააგემოვნეს ჩვენი ღვინო და სამომავლო კონტრაქტზეც ვისაუბრეთ. როგორც მივხვდი თანამშრომლობას  გეგმავენ. ძალიან ბევრი ინფორმაცია წაიღეს ჩემგან და ძალიან მალე, დაახლოებით ერთ თვეში კონტაქტზე გამოვლენ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგეს“, - აღნიშნა მარი ღვედაშვილმა.

 

ღვედაშვილმა ინფლაციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მიუხედავად  იმისა, რომ ყველაფერი, მათ შორის  ბოთლები, ეტიკეტები, საცობები და ა.შ. გაძვირებულია, მეღვინეობა „ქიზიყური ტრადიციული“ ცდილობს რომ ფასები დაიჭიროს და ღვინო არ გააძვიროს.

 

„ღვინის  საბოლოო ფასზე ბიოპრეპარატებმა და ზოგადად  ყველაფრის გაძვირებამ იმოქმედა, ბოთლის, ეტიკეტის და სხვა ყველაფრის ღირებულება გაძვირებულია. პირველი  ჩამოსხმა 2018 წელს გვქონოდა და იმის მერე რასაც  ვაკვირდები ფასები საკმაოდ გაზრდილია და მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ 2018 წელსა და  წლევანდელ ჩამოსხმულ ღვინოებს შორის ბალანსი დავიჭირო, მაგრამ როდემდე გამომივა ვერ გეტყვით“, - აღნიშნა მარი ღვედაშვილმა.


მეღვინეობაა „ქიზიყური ტრადიციული“ ღვინის  წარმოება დედოფლისწყაროში მარი ღვედაშვილის საოჯახო ვენახებიდან დაიწყო.  თავდაპირველად ოჯახს ბიო წარმოება ჰქონდა. თუმცა 2 ჰექტარ ვენახი საოჯახო სარგებლობისთვის ძალიან დიდი აღმოჩნდა და გადაწყვიტეს, რომ ბიზნესის სახე მიეცათ. როგორც მარი ღვედაშვილი აღნიშნავს, ოჯახის გადაწყვეტილება იყო ის, რომ ბიზნესს სათავეში მარიამი ჩადგომოდა და ამით ის სტერეოტიპი დაემსხვრია, რომ ღვინოს მხოლოდ კაცები აწარმოებენ.

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up