„ჩვენთვის საამაყოა, რომ გავხსენით აფთიაქი სოფელ ტყვიავში“ - „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის დირექტორი 2022 წლის შეჯამებასა და 2023 წლის გეგმებზე

„ჩვენთვის საამაყოა, რომ გავხსენით აფთიაქი სოფელ ტყვიავში“ - „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის დირექტორი 2022 წლის შეჯამებასა და 2023 წლის გეგმებზე

access_time2023-01-06 10:00:47

„ავერსის“ სააფთიაქო ქსელის დირექტორმა კომპანიის 2022 წელი კომერსანტის ეთერში შეაფასა. ეკა ბურძენიძის თქმით, კომპანიისთვის 2022 წელის ძალიან წარმატებული იყო, როგორც ახალი მომხმარებლების, ასევე ახალი ფილიალების მხრივ. ეკა ბურძენიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ „ავერსმა“ აფთიაქი გახსნა სოფელ ტყვიავში, რამაც საზღვრისპირა მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობა გაზარდა:



„ჩვენი კომპანიისთვის 2022 წელი ძალიან წარმატებული იყო. ძალიან ბევრი ახალი მომხმარებელი შევიძინეთ. თითოეულ მომხმარებელს მინდა მადლობა გადავუხადო ერთგულებისა და ნდობისთვის. 2022 წელში „ავერსმა“ გააფართოვა ქსელი და 40 ახალი აფთიაქი გავხსენით, მათ შორის ისეთ რეგიონებში, სადაც დღემდე არ ვიყავით წარმოდგენილი. ჩვენთვის საამაყოა, რომ გავხსენით აფთიაქი სოფელ ტყვიავში და საზღვრისპირა მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ ჩვენთან არსებული სრული ასორტიმენტი, ყველაზე დაბალი ფასებით მიიღოს და ისარგებლოს ყველა ჩვენი სერვისით.


ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, რომ საქართველოს ნებისმიერ წერტილში მიიღოს ხარისხიანი მედიკამენტები მაქსიმალურად დაბალ ფასებში,“ - განაცხადა ეკა ბურძენიძემ.


რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ეკა ბურძენიძემ განაცხადა, რომ ფასების მომატება არ იგეგმება.



„ფასების მომატება არ იგეგმება, ჩვენ დამოკიდებული ვართ მომწოდებელზე და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებული ფასები შევინარჩუნოთ და მეტიც, მოვახერხოთ რომ შევამციროთ,“ - აღნიშნა ბურძენიძემ.



„ავერსის“ დირექტორის თქმით, სააფთიაქო ქსელმა ტრადიცია არც წელს დაარღვია და მომხმარებელს სთავაზობს მნიშვნელოვან საახალწლო ფასდაკლებებს. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up