ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს.
კენჭისყრაში მხოლოდ ერთი კანდიდატი, „ქართული ოცნებიდან“ ჯუმბერ იზორია მონაწილეობდა. მას მხოლოდ 12-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მან ამჯერადაც, წინა კენჭისყრის მსგავსად, ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.
კენჭისყრის დაწყებამდე სხდომათა დარბაზი „ნაციონალურმა მოძრაობისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლებმა დატოვეს. დღევანდელ სხდომას „საქართველოსთვის“ წევრები: ზუგდიდის ყოფილი მერი, გეგა შენგელია და ასევ მისი ყოფილი პირველი მოადგილე, გიგა ფარულავა დაესწრნენ. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, გახარიას პარტიამ საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე საკუთარი კანდიდატის დაყენება დააანონსა.
საკრებულოს სხდომაზე ამ წუთებში შესვენება გამოცხადდა. შედგება თუ არა კვორუმი და მიიღებენ თუ არაა სხვა პარტიები მონაწილეობას, უცნობია. პარტიები წინასწარი კომენტარებისგან თავს იკავებენ.
ჩხოროწყუს 27-წევრიან საკრებულოში, 12 მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“, 7 - „ნაციონალურ მოძრაობას“, 7 - გახარიას პარტიას ხოლო ერთი - „ლელოს“.
imedinews.ge