ჭყონია: სერიოზულად ვმუშაობთ აფხაზეთის კოკა-კოლით მომარაგებაზე

ჭყონია: სერიოზულად ვმუშაობთ აფხაზეთის კოკა-კოლით მომარაგებაზე

access_time2022-03-29 22:00:19

სერიოზულად ვმუშაობთ აფხაზეთის კოკა-კოლით მომარაგებაზე,- ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა. 

მისი თქმით, ჯერჯერობით დეტალები დასაზუსტებელია.

„აფხაზეთი მარაგდებოდა რუსეთიდან და ახლა ვერ მარაგდება. ჯერ არ ვიცით ეს როგორ მოხდება, თუმცა ბიზნესმენები ვართ და ვეძებთ გზებს. თუ არის მოთხოვნა მიმწოდებელიც მოინახება და ამის იმედიც გვაქვს. თუ ვამბობთ, რომ აფხაზეთი ჩვენი ტერიტორიაა, ჩვენს ტერიტორიას მოვემსახურებით.

კოკა-კოლას ეკონომიკური რუკით განსაზღვრულია დაფარვის არეალი და ამ რუკით აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი დაფარვის ქვეშაა. ვფიქრობ, თუ აფხაზეთის ე.წ. მთავრობა მოითხოვს, ლეგალური შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება. აქ ერთი პრობლემა იქნება, ვის შეხვდეს ფული, დამატებითი ღირებულების და სხვა გადასახადებიდან. ეს მოლაპარაკების საგანი იქნება, თუმცა ვმუშაობთ და იმედი მაქვს, რომ ზაფხულში აფხაზეთს ჩვენი კოკა-კოლით გავაგრილებთ“,- აცხადებს ჭყონია.

ბიზნესმენის თქმით, ახლო მომავალში კოკა-კოლას წარმოების გაფართოებისთვის 20 მილიონი ლარის ინვესტირება იგეგმება, რათა რეგიონის გაზრდილი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. ჭყონიას განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომის და რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გამო, რეგიონში მიწოდების პრობლემები შეიქმნა და ამ ნიშის დაკავებას მისი წარმოება ცდილობს. 


„ახლა მთლიანად უნდა გადავერთოთ სომხეთის მომარაგებაზე, დაახლოებით 30 მილიონ ქილაზეა საუბარი. ქილების ხაზი კავკასიაში მარტო ჩვენ გვაქვს, აზერბაიჯანსაც ჩვენ ვამარაგებთ. უკრაინაში კოკა-კოლას ქარხანა დაბომბეს, ნახევარზე მეტი განადგურებულია. დიდ ინვესტიციას ვაკეთებთ, 20 მილიონ ლარამდე იქნება. სანამ ისინი აღადგენენ, რეგიონული მომარაგებისთვის გაკეთდება და მერე უკვე საქართველოსა და კავკასიის ბაზარზე ვიმუშავებთ. აზერბაიჯანთან ძალიან სერიოზულ კონტრაქტზე მთავრდება მოლაპარაკებები“,-აცხადებს ჭყონია.

ბიზნესმენის თქმით, უკვე დაწყებულია პურის ექსპორტიც აზერბაიჯანის მაკდონალდსში.

„იცით, რომ პურის ქარხანა ავაშენეთ და მოთხოვნა გაიზარდა ამ პროდუქტზე. რაც საქართველო არსებობს, პურის ექსპორტი არ გვქონია არასოდეს. ახლა აზერბაიჯანის მაკდონალდს ვამარაგებთ აქედან პურით. აქამდე უკრაინა ამარაგებდა და ჩვენ ჩავენაცვლეთ“,- აცხადებს ჭყონია. 

შეგახსენებთ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, რუსული ბაზარი სრულად ან ნაწილობრივ 450-ზე მეტი კომპანიამ დატოვა. Coca-Cola იმ კომპანიებს შორისაა, რომლებმაც რუსულ ბაზარზე ოპერირება შეაჩერეს, თუმცა შესაძლოა, მომავალში დაუბრუნდნენ.


Businessformula.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up