გასულ კვირას უილიამ ბერნსი კიევში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და რუსეთის სამხედრო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ინფორმაცის ამის შესახებ Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები იყო. უკრაინულ მხარეს აინტერესებდა, რამდენად გარანტირებულია აშშ-ს მხარდაჭერა, მას შემდეგ, რაც კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მოიპოვეს.