ციფრულ სოფლის მეურნეობაზე გადასვლის რა ხედვა აქვს საქართველოს - ოთარ შამუგია ბაქოს მინისტერიალზე

ციფრულ სოფლის მეურნეობაზე გადასვლის რა ხედვა აქვს საქართველოს - ოთარ შამუგია ბაქოს მინისტერიალზე

access_time2022-05-07 11:00:57

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ მინისტერიალში „სამომავლო ხედვა - ციფრულ სოფლის მეურნეობაზე გადასვლა“ მიიღო მონაწილეობა. მინისტერიალი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ორგანიზებითა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით იმართება და მისი მთავარი გზავნილია აგრარული მიმართულებით ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და სტანდარტიზაცია, რაც გაამარტივებს და გამჭვირვალეს გახდის ფერმერებთან ურთიერთობას,  უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის გაზრდას.  ციფრული ტექნოლოგიები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა პანდემიის და საგანგებო მდგომარეობების დროს.  ოთარ შამუგიამ მინისტერიალის მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც  10 ქვეყნის მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების გენერალური დირექტორები ესწრებოდნენ, საქართველოს სოფლის მეურნეობის გაციფრულების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადავდგით სოფლის მეურნეობის გაციფრულების მიმართულებით. მუშაობს ფერმერებთან და მეწარმეებთან ინფორმაციის გაცვლის ელექტრონული სისტემა, მიღებული მოსავლის (ყურძენი) აღრიცხვა  ერთიანი ელექტრონული პროგრამის საფუძველზე, სერტიფიკატების და ნებართვების გაცემა ელექტრონული სისტემების მეშვეობით; საექსტენციო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ციფრული პლატფორმები; მიწის მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, მიმდინარეობს ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია, მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, საძოვრების რეგისტრაცია  და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ციფრულ რუკაზე განთავსება. აქტიურად განვიხილავთ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა თანამგზავრული და აეროსურათების დამუშავებით სასოფლო-სამეურნეო კულტურების დარუკება, სასოფლო-სამეურნეო კულტურებში წყლის დეფიციტის განსაზღვრა, დაუმუშავებელი სავარგულების იდენტიფიცირება და სხვა. ჩვენ ვართ ღია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ინამ ქარიმოვთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ მუხტარ ბაბაევთან, მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრ ვიორელ ჩერჩიუსთან, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალურ დირექტორ პაუ როკა ბლასკოსთან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორ   ქიუ დონგუსთან.  ქართულ დელეგაციას შეხვედრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up